ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა_22
ჟანრი: პროზა
6 ნოემბერი, 2013


ახლა ერთად ვართ(გაგრძელება)

 


  (გაგრძელება)


  მე სახლში ავედი და  დაუფიქრებლად დავიძინე.მეორე დილით, როცა გამეღვიძა, მყისიერად  წინა ღამე და ზაზა გამახსენდა.  მაშინვე სახლში დავურეკე. ტელეფონი გაბმულად რეკავდა და ტელეფონს არავინ იღებდა.  რამდენჯერაც ვცადე, არაფერი გამომივიდა...

      ავნერვიულდი, მაგრამ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.ზაზა ვერც  სამსახურში ვნახე. მერე სახლში მივაკითხე და
კართან რომ არავინ გამომეგება, მეზობელს ვკითხე.  იმ ღამის მერე მათი დამნახავი არავინ იყო. კარი დაკეტილი
და ფანჯრებზე ჟალუზები ჩამოფარებული.
    იქნებ სადმე სოფელში წავიდნენ,  მამამისს ხომ ფინანსური პრობლემები ჰქონდა და იმალებიან  მეთქი, ოდნავ
დავმშვიდდი და დალოდება გადავწყვიტე. მეტი გამოსავალი მაინც არსად ჩანდა.  ერთი კვირა გავიდა, მისგან კი არც ზარი და არც რამე მინიშნება არჩანდა. არც საერთო მეგობარმა და არც მისმა ნათესავებმა არაფერი იცოდნენ, თითქოს ოჯახი მიწამ  ჩაყლაპა და  ანდა  არც არსებობდნენო...

არაფრით მინდოდა დაჯერება, რომ ჩემმა უსაყვარლესმა ადამიანმა ასე უპასუხისმგებლოდ მიმატოვა და არანაირად არ დამიკავშირდა.

    მერე...მერე თბილისში რა დაიმალებოდა და უკვე ყველამ გაიგო, რომ ჯაფარიძეების ოჯახი საცხოვრებლად საზღვარგარეთ
გაიპარა და რომელ ქვეყანაში დაიდეს ბინა, არვინ იცოდა.  ერთხელ  ტელევიზიითაც კი გააშუქეს, მევალეეები თავიანთ გულისტკივილს ყვებოდნენ და მე ყველა მათგანზე    მეტად დაზარალებული, სრულიად უხმაუროდ , მაგრამ ცხარე ცრემლით ვტიროდი...


  ჩემთვის მტკივნეულად გაუგებარი იყო, ზაზამ იცოდა ეს ამბავი თუ არა, ან რანაირად დათანხმდა რომ  იმ ღამეს, უფრო
სწორად კი იმ  გამთენიას , თურქეთის საზღვარი  გადაეკვეთა, ისე რომ მე ერთი წამითაც არ გავხსენებივარ...მისი
გამართლება არ მინდოდა...გული საშინლად მტკიოდა და საშინელ  იმედგაცრუებას ვგრძნობდი.

    სამსახურში სიარულს თავი დავანებე და სახლში ჩავიკეტე,  დედაჩემს ძალიან უკვირდა ჩემი ასეთი განერვიულება,
მაგრამ ზაზას ოჯახის ამბავი როგორც კი გაიგო, მაშინვე მიხვდა ჩემს გასაჭირს, თუმცა მთავარი არც მან იცოდა...
ერთი თვეც არ იყო გასული, თითქოს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ წავიდა, ბედიც და იღბალიც საშინლად მომექცა და ფეხმძიმედ დავრჩი.  როცა ეს ამბავი გავიგე, პირველად საშინელი  დეპრესია დამემართა და თავის  მოკვლაც კი დავაპირე.
იმაზე დიდი განცდა, რაც მე ღმერთმა მომივლინა, გამორიცხულია.  თითქოს ის არ იყო საკმარისი, რომ ზაზამ მიმატოვა, ჩემი უბედობის კიდევ ერთი დადასტურება ისიც გახდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი...არავინ მყავდა, ვინც გვერდით დამიდგებოდა და ჩემს გასაჭირს გაიზიარებდა.

  ნუთუ ასე უნდა მომხდარიყო და  მე ეს ბავშვი უნდა გამეჩინა?


  ორჯერ დავაპირე თავის მოკვლა ...პირველად სახლში მარტო რომ დავრჩი, დანა ავიღე და ვენების გადაჭრა გადავწყვიტე.
მეგონა, რომ ეს ადვილი იყო, თუმცა  როგორც  კი  ხელზე ნაკაწრი შევამჩნიე, სისხლის წვეთი დავინახე, ვერ  გავბედე და დანა შორს მოვისროლე...მერე ბინტი ავიღე და ხელი საგულდაგულდ შევიხვიე...

  სამი დღეც არ იყო გასული, რომ ისევ შემახსენა თავი დეპრესიამ. ჩემთვის გაურკვევლობაში ცხოვრება უფრო ძნელი იყო, ვიდრე ზაზასგან მიტოვება. მინდოდა  სიმართლე  მცოდნოდა...ასე ცხოვრება არ შემეძლო. გარეთ გავვარდი  მთლად შილიფად ჩაცმული და  მტკვარს მივაშურე...მივრბოდი და თავში უამრავი ფიქრი მიტრიალებდა.მახზსენდებოდა ზაზასთან გატარებული წუთები, მერე ჩვენი ერთად ყოფნა, რამდენი სასიამოვნო თავგადასავალი გვაერთიანებდა...რომ დაბრუნდეს? და მე რომ ცხოვრება დავამთავრო?

  მერე რა იქნება?

რა უფლება მაქვს, რომ მისი შვილიც დაუბადებლად გამოვასალმო წუთისოფელს?

  სასოწარკვეთილი ვიყავი, მაგრამ თურმე თავის მოკვლა არ მინდოდა.  სახლში გაყინული და  გაცივებული დავბრუნდი და რამდენიმე დღე სიცხისგან ვიწვოდი.  როცა ოდნავ გამოვკეთდი, ჯიუტად მივიღე გადაწყვეტილება:

    თავს არ მოვიკლავდი და ისე ვიცხოვრებდი, რომ მეტი იმედგაცრუება არ მქონოდა და გული არ მტკენოდა არასოდეს...
გამიჭირდა, მაგრამ  თავს მოვერიე და სიცოცხლის გაგრძელება და ბავშვის გაზრდა გადავწყვიტე.

  ორსულობა  ცუდი მქონდა, სულ თავი მტკიოდა და გული მერეოდა.  ხშირად ქალაქში გასვლა არც მინდოდა,თუმცა 
ერთხელ ხილის საყიდლად  გავედი და სწორედ მაშინ, გზაში დათოს შევხვდი. მე  თვალი ავარიდე, მაგრამ თვითონ შემამჩნია და სიხარულით გადამეხვია. გამაკვირვა, მაგრამ  ჩემზე ყველაფერი იცოდა...ძალიან გამიკვირდა.
კაფეში შევედით და დიდხანს ვისაუბრეთ.მასაც უკვირდა ზაზასგან ასეთი მოქცევა და გამართლებაც კი დაუწყო, რა უნდა ექნა, ოჯახი "პაბეგში" მიდიოდა და აქ ხომ ვერ დარჩებოდაო. მე გავბრაზდი და საუბარი შევაწყვეტინე.  მერე  ყავა მოგვიტანეს და მე ნამცხვრის  დანახვაზე  ცუდად გავხდი,  გული კინაღამ ამერია.  დათოს შეუჩნეველი არ დარჩენია ჩემი უხასიათობა და მკითხა:
----ფეხმძიმედ ხარ ხო?
  უარყოფას აზრი არ ქონდა და დავეთანხმე.  მერე გული ამიჩუყდა, თავს  ვერ მოვერიე და ცრემლი წამომცვივდა.

---მერე?    რას აპირებ? მარტომ გინდა გაზარდო?

---რატომაც არა, მარტოხელა მხოლოდ მე ხომ არ ვიქნები?

---მარი, მე შენთან ვარ, იცოდე გაჭირვებაში  არ მიგატოვებ...

---რას ამბობ?  სხვისი შვილის მამა გახდები?

---მე შენი ქმარი გავხდები, თან დიდი სიამოვნებით.
მე გაკვირვებულმა შევხედე...ალბათ ისე გაკვირვებულმა, რომ მან თავი დახარა და დიდხანს ხმაც არ ამოუღია...

      პირველი გადაწყვეტილება ხომ ნაჩქარევად მივიღე,  თუმცა მეგონა რომ მაშინ  არ ვცდებოდი,  მაგრამ ახლა უფრო მეტი აჩქარება მჭირდებოდა , მალე მუცელი დამეტყობოდა და იმ დღესვე დავეთანხმე.  მე ხომ ის ერთ დროს ძალიან მიყვარდა.

      ხელი არ მოგვიწერია, არც  ჯვარი დაგვიწერია, უბრალოდ მასთან გადავედი საცხოვრებლად.  არ მინდოდა, დედაჩემს სიმართლე გაეგო. მას  დიდი წინააღმდეგობა არც გაუწევია, იფიქრა, რომ ასე უკეთესი იქნებოდა.

  დათო ჩვეულებრივად შეეგუა ჩემს ფეხმძიმობას, ბავშვის გაჩენამდე კარგადაც მექცეოდა და ცოტათი კიდევაც შემიმსუბუქდა ტვირთი.იმდენს აღარ ვფიქრობდი არც ზაზაზე და მის ოჯახზე, არც იმაზე ვდარდობდი, ოდესმე ვნახავდი თუ არა...გადაწყვეტილება მივიღე და  ბავშვის ნამდვილი მამის გამხელას არც  ვაპირებდი.



  მხოლოდ მშობიარობის დროს, როცა პირველად ბავშვი ვნახე და ცოტა უკეთესად გავხდი, დავფიქრდი და    საშინლად მომინდა, რომ ბავშვს ნამდვილი მამა ჰყოლოდა .  მომხდარიყო სასწაული  და ზაზა  საავადმყოფოში მოსულიყო...თუმცა არაფერი მსგავსი არ მომხდარა და ჩემი ფიქრები ფუჭ ოცნებად გადაიქცა.  დათომ გოგონას გვარი მისცა და სახლში უზარზეიმოდ წაგვიყვანა.



    (გაგრძელება იქნება)




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები