ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაჯუ-ჯაჯუნა
ჟანრი: პროზა
23 ნოემბერი, 2013


სიყვარული უკვდავია


ერთ საღამოს ვერის ბაღში მივსეირნობდი და დავინახე, როგორ ეჩხუბებოდა ბიჭი გოგოს, ხმამაღლა უყვიროდა აგინებდა და სახეში ერთიორჯერ ხელიც კი გაარტყა, გოგოს აცრემლებული თვალები ჰქონდა და მხოლოდ ერთიდაიგივეს იმეორებდა თავი დამანებეო, ბიჭი კი ისევ იგივეს აგრძელებდა,
მე გავიფიქრე, განა რა ჩაიდინა ამ გოგომ ასე საშინლად, რომ ექცევა ეს ყმაწვილითქო,
მე ვეღარ მოვითმინე მივუახლოვდი და მჭექარე ხმით შევძახე:
- ახალგაზრდავ! სუსტის ჩაგვრა ადვილია?
- შენ ვინ გეკითხება?!  ოე! ბიჭო! დაახვიე რა აქედან!
მე გამეცინა მის პროვინციულ და აგრესიანარევ გამონათქვამებზე,
- უკაცრავად, მაგრამ იქნებ სიტყვები შეარჩიოთ და სანამ ცხვირი არ გაგიტეხეთ აქედან მოძუძგოთ !
ამის თქმა არ მქონდა დამთავრებული, რომ მისმა მუშტმა ჩემ ლოყასთან ჩაიარა, მე ვერ მოვითმინე და საპასუხოთ ისე ძლიერად დავარტყი, რომ წაბარბაცდა, შუა ბაღში გავმართეთ მუშტიკრივი, ამ დროს კი მუცლის არეში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და...
გონს, რომ მოვედი თავზე თეთრ ხალათში გამოწყობილი ექთანი მედგა,
- სად ვარ? ვიკითხე მე
- ჩვენთან კლინიკაში, ბევრი სისხლი დაკარგეთ, მაგრამ ნუ გეშინიათ კარგად იქნებით
- აქ როგორ მოვხვდი?
- ვიღაცამ დარეკა სასწრაფოში,
- ხოო, ვჩხუბობდი და დამჭრეს, ეშმაკურად გავუღიმე
- ხოო, ჩხუბის თავი ჩანხართ აშკარად, რამდენნი იყვნენ ალბათ ათნი არა? თვალი თვალში გამიყარა და ირონიულად გაიცინა
- ხოო ხოო, იცინეთ, დამცინეთ იმ გოგოს ადგილას, თქვენ რომ ყოფილიყავით არამგონია გაგეცინათ
- ვინ გოგოს?
- აი ის ბიჭი რომ ცემდა
- რომელი ბიჭი?
- მე რომ დამჭრა
- ცდები!
- რაში?
- იმ ბიჭმა არა გოგომ დაგჭრა !
- რაა?
- ხოო სასწრაფომ, რომ მოგიყვანათ ექთნების საუბარს ყური მოვკარი, გოგომ როგორ უნდა დაგჭრასო..
- გასაგებია
- რაარი გასაგები?
- არაფერი...
მე ისე ვიყავი წამლებით გაჭყეპილი, რომ ძილი მომერია და ისევ გავითიშე...
გონს, რომ მოვედი ჩემს გვერდით, მომხიბვლელი გოგონა იწვა, რომელსაც მხარი ქონდა შეხვეული, მოსანახულებლად კი, ერთი შინაგან საქმეთა მინისტრი არ მოსულა თორემ, მთელი საპატრულო პოლიცია და სამინისტრო იქ იყო, მე კი საცოდავად დროდადრო, ბებიაჩემი თუ შემომივლიდა და დამხედავდა...
- სალამი, როგორ გრძნობთ თავს?
- მარტონი, რომ დავრჩით პალატაში, მომიკითხა ჩემმა ლამაზმა და თვალწარმტაცმა მეზობელმა.
- უკეთ, მადლობთ.
- რა მოგივიდათ?
- დამჭრეს
- რას გერჩოდნენ?
- არაფერს მე ვერჩოდი
-რას?
- არაფერი, სხვის საქმეში ჩავერიე და მივიღე კიდეც,
- თან სასაცილოა, ბიჭს ვეჩხუბებოდი და გოგომ დამჭრა
- ხოო, სასაცილოა...
- მე სპეცოპერაციაზე დამჭრეს, ვიძახი ნაკაწრიათქო, მარა არ მიშვებენ
- ხოო, სილამაზესთან ერთად მამციც ყოფილხართ
- მადლობთ....
როგორც იქნა გამომწერეს საავადმყოფოდან, სახლში დავბრუნდი და დახვედრაც სათანადო მომიწყვეს, მეგობრებმა, სახალისოდაც კი მიქციეს ეს ტრაგიკული ამბავი, “ჰაა აბა ეხლა რომელი გოგო აგხანჯლავსო” ბებიაჩემი კი სულ იმ გოგოს წყევლაში იყო: “მაგას დაუმიწდა ის დასაწვავი ხელები, რავა გაიმეტა ჩემი ბავშვი, მაგი ვნახე მე გაციებული რავარც ჩემი მერაბიეა ახლა გაციებული” და ასე მოსთქვამდა ხოლმე, რამდენიც ჩემ მუცელზე “ჯოკერის”  ხიშტის ფორმის შრამს მოკრავდა თვალს, მე კი გამეცინებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბებიკოს წყევლაზე...
დილით სამსახურში მივდიოდი, რომ უცებ ვიღაც გოგოს ხმა შემომესმა, გავიხედე და ბებიაჩემის წყევლის ობიექტი, შორიდან მიმზერდა თავისი დიდი ყავისფერი თვალებით, არ გაიქცე გთხოვო ხმადაბლა მითხრა, მე გავჩერდი,
- ამჯერად ალბათ ცეცხლსასროლი იარაღით აპირებთ ჩემს მოკვლას არა?
- არა,  და გოგონას გაეღიმა,
- მოვედი, რომ პატიება გთხოვო
- დაიწყო ზღაპრები არა?
- არა, გთხოვ მომისმინო
- გისმენ
- ვხვდებოდი, რომ გერეოდა და იმისთვის მინდოდა შემეშინებინა, მან კი ხელი გამკრა და რომ მოვიქნიე დანა შენ მოგხვდა...
- დავიჯერე!
- არ გთხოვ დაიჯერო, უბრალოდ მაპატიე, შენ არ იცი როგორ მიჭირს!
- კი როგორ არა, ხურდებით ხომ არ დაგეხმარო? ირონიულად შევხედე მე
- რა სასაცილო ხარ,
- ხო ალბათ ვარ, შენ კი კაცის მკვლელი და ერთი ქუჩის გოგო
- ხომ გითხარი როგორც იყო?
- შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა, საერთოდ რატომ მომინდა შენი დახმარება ეხლაც მიკვირს, უარესის ღირსი იყავი ეტყობა და კიდე კარგად გექცეოდა ის ბიჭი,
გოგოს არაფერი უთქვამს, მაპატიეო და ცრემლიანი თვალებით გაბრუნდა და წავიდა..
მე მთელი დღე ამ გოგოზე ვფიქრობდი, ძალიან მაინტერესებდა მართალს ამბობდა თუ არა, თან ძალიან მომწონდა, ყავისფერი ლამაზი თვალები, ჩამოქნილი წარბები, გაბანტული ტუჩები და სწორი ცხვირი, სადღაც გულის სიღრმეში მიხაროდა, რომ ასეთმა ლამაზმა ადამიანმა დამჭრა...
სამსახურიდან დაბრუნებული ბარში ვიჯექი და ტეკილას ვწრუპავდი, თან ისევ იმ გოგოზე ვფიქრობდი, რომ უცებ კარები გაიღო და ის გოგო შემოვიდა, ნაგლად მოვიდა და ჩემს მაგიდასთან დაჯდა
- მითვალთვალებთ?
- არა მინდა ჩემი დანაშაული გამოვისყიდო და სასმელზე დაგპატიჟოთ
- რატომ დამსდევთ?
- არ დაგსდევ, უბრალოდ, იმ დღეს ჩემს გამო თავი საფრთხეში ჩაიგდე
- ხო და ძაან ვნანობ
- რატომ?
- ის ბიჭი სადაა?
- წავიდა
- სად?
- ჩემი ცხოვრებიდან
- რატომ?
- აღარ ვუყვარვარ, თურმე
- აქამდე რა თავს იკლავდა?
- კი როგორ არა, თავიდან კარგად იქცეოდა, მერე სულ ფულს მთხოვდა, ბოლოს გავიგე, რომ დამპალი ნარკომანი ყოფილა არა და მე 2 წელი მასთან ერთად ვცხოვრობდი...
- მესმის, იცი დღეს რაც გითხარი დაივიწყე კარგი, უბრალოდ ძალიან ვიყავი გაბრაზებული... დღეს მთელი დღე მაგაზე ვფიქრობდი...
- კარგი აღარ მახსოვს უკვე, ესე იგი შევრიგდით ხო?
- ნუ თუ კიდევ ჩემს დანით აკუწვას არ შეედები, კი
- გოგონამ, ისე საყვარლად გადაიკისკისა, კოცნა მომინდა, მაგრამ თავი შევიკავე, მაგრამ, რომ გამახსენდა ბებიაჩემი როგორ წყევლიდა, გიჟივით სიცილი ამიტყდა
- რატომ იცინი?
- არა არაფერი, ბებიაჩემი გამახსენდა
- რატომ?
- ეხლა, აქ რომ დაგვინახოს ჯერ შენ დაგთხრის თვალებს და მერე მე მომდგება ცოცხით
- საყვარელი ბებია გყოლია
- ხო ჯერ არ იცნობ...
მთელი საღამო სიცილში და ერთმანეთის აზრების გაზიარებაში გავატარეთ, არც ისეთი სასტიკი გოგო აღმოჩნდა როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, უბრალოდ ძალიან სევდიანი წარსული ქონდა და რაღაცნაირად შემეცოდა კიდეც...
გადიოდა დღეები და თვეები, მე სოფო ყველდღიურად მიყვარდებოდა, არც ის იყო გულგრილი ჩემს მიმართ, ჩვენ ხომ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილნი და მე მისი გმირი ვიყავი....
და როდესაც გადავწყვიტე, რომ ხელი მეთხოვა მისგან უარი მივიღე, გაკვირვებისგან პირი დავაღე, მან კი ტირილი დაიწყო, მე ვერ მივხვდი რა ხდებოდა ჩემს თავს...
- ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით ერთად!
- რატომ?
- მე ავად ვარ
- რა ავად?
- ხო ავთვისებიანი სიმსივნე დამიდგინეს და არ ვიცი როდემდე ვიცოცხლებ....
ეს ჩემთვის რა იყო ვერც კი წარმოვიდგენდი, ალბათ ჯობდა ისევ მეორედ დაერტყა დანა, მაგრამ ეს სიმართლე იყო, აცრემლებული სოფო სახლისკენ ისე გაიქცა, რომ უკან არც მოუხედავს
მე იმდენად მიყვარდა, რომ ვერ შევძელი მისი მიტოება და მიუხედავად ყველაფრისა ცოლად მოვიყვანე, ყოველდღე ვუვლიდი და თავს ვევლებოდი, მე ხომ მანამდე სიყვარული არც კი ვიცოდი რა იყო და მან მე მასწავლა რა იყო ნამდვილი სიყვარული, ის იყო ჩემი პირველიც და უკანასკნელი სიყვარული...
სამი თვის შემდეგ სოფო გარდაიცვალა, მე მენატებოდა მისი თვალები, გამოხედვა და ღიმილი, მისი გაბრაზებაც კი, თუმცა ვიტყუები ის მე არასოდეს გამბრაზებია, მენატრებოდა მისი ოდნავ ბოხი და ხრინწიანი ხმაც კი... ,მაგრამ მე სულ მარტო დავრჩი და ყოველ ღამე სიზმრებში ვხედავდი, ძველებურად მელაპარაკებოდა და მეფერებოდა, მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის საკმარისი, მე ის ძალიან მაკლდა... მან მომცა სტიმული ცხოვრებაში რაღაცას მიმეღწია....
                              * * *
ერთი სული მქონდა როდის მომივიდოდა პასუხი გამოცდის შედეგებზე, ჩემი შეფასება კი უმაღლესი გახლდათ და მე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გავხდი...
მე გახარებული სოფოს დედასთან გავეშურე, რადგან სახლში არავინ მელოდებოდა, ჩემი ერთადერთი ბებიაც კი სულ რამოდენიმე კვირის დასაფლავებული მყავდა...
და ვუთხარი, რომ დღეიდან მოსამართლე ვიყავი, მას ძალიან გაეხარდა და საჩუქრად სოფოს ოქროს მედალიონი მაჩუქა, სადაც ეწერა “ სიყვარული უკვდავია” (ეს მედალიონი ჩემი პირველი პაემნის საჩუქარი იყო სადაც ერთმანეთს სიყვარული შევფიცეთ)
- იცით ქალბატონო ნინო, სოფოს სულ მუდამ უნდოდა სასწაული ენახა
- მან კი ეს ვერ ნახა...
- კი ნახა!
- სად? როდის?
- ეს შენ ხარ მისი სასწაული და შენით ძალიან ვამაყობ ჩემო შვილო,
მე თვალზე ცრემლი მომადგა, არაფერი მითქვამს უბრალოდ გადავეხვიე და მაგრად ჩავეხუტე, შემდეგ კი სახლისაკენ გავსწიე...
მე ბევრს ვფიქრობდი ჩემ განვლილ ცხოვრებაზე და იმ ბედნიერ წლებზე რაც სოფოსთან ერთად გავატარე, მან ხომ მე სიყვარული მასწავლა... მე კი სხვა რაღა დამრჩენოდა?! ყოველ დღე  ვიმეორებდი ამ სიტყვებს “სიყვარული უკვდავია”



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები