ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფაიმბრე
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2013


Exclusive

მე და შენ და ეს დიადი გრძნობა,
როგორც ღამის უმეტყველო ფარდა.
ყოველ დილით ახალ ტაეპს ვბოდავ,
უფალს ვამცნობ - ქალი შემიყვარდა.

მე და შენ და კიდევ ერთი დილა,
ერთმანეთით სიხარულის განცდა.
ბოთლის ძირში დარჩენილი ღვინო,
და ის წამი, ოცნებას რომ გასცდა.

მე და შენ და სიყვარული მხოლოდ,
და შენ ტანზე დაქარგული ვნება.
როდის უნდა მორჩეს ბოლო-ბოლო,
ნეტა როდის,როდის გათენდება -

ფანჯარაში რომ დავდგე და მერე,
დაველოდო მზე დღეს როგორ ერთვის.
და რომ გითხრა მთელი ღამე ვწერე,
ლექსი შენთვის,დიახ,მხოლოდ შენთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები