ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაჯუ-ჯაჯუნა
ჟანრი: პროზა
30 დეკემბერი, 2013


მშვიდობით (მომაკვდავი შეყვარებულის წერილი)

პირველად, რომ დაგინახე მომაჯადოვე, შენმა კეთილმა და სანდომიანმა  გამოხედვამ ისე მომხიბლა, რომ მთელი ღამე შენზე ფიქრში გავატარე იმ იმედით, რომ ოდესმე ერთმანეთს შევიყვარებდით. ახლაც თვალწინ მიდგას შენი სახე: დიდი ყავისფერი თვალები, სწორი და ბოლოში ოდნავ მოკაუჭებული ცხვირი, გაბანტული ტუჩები, თეთრი მძივებივით ასხმული კბილები, რომელიც ღიმილისას დროდადრო გამოანათებდა ხოლმე. გულს მიჩქროლებდა შენი ხმა და შენს ლამაზ დალალებზე ჭკუას ვკარგავდი, და ამ ყველაფერს მე ვერ ვამბობდი, არ ვიცი რატომ, ალბათ გამბედაობა არ მყოფნიდა ანდა იმდენად ძლიერ მიყვარდი, რომ გული მიმდიოდა და გონებას ვკარგავდი შენს დანახვაზე, მუნჯივით ენა მივარდებოდა და ყელში ბურთივით რაღაც მეჩხირებოდა, შენ კი როგორც ბავშვს ისე მექცეოდი, მეთამაშებოდი, მამხიარულებდი, მეალერსებოდი, ხან მტუქსავდი ხანაც მკაცრად მიბრაზდებოდი, მაგრამ გაბრაზება არ გამოგდიოდა და ისიც მალევე გადაგივლიდა, ან მე გაგირბოდი და მერე ისევ გისკდებოდა სიყვარულის ბუშტი...
რაც დღეები გადიოდა უფრო და უფრო ვხვდებოდი, თუ როგორ მიყვარდი, ღამეები არ მეძინა, ერთი დღეც ვერ ვძლებდი უშენოდ, უბრალოდ ამ ყველაფერს არ ვიმჩნევდი, ალბათ კაცური სიამაყე არ მაძლევდა ამის უფლებას.
შენთან გატარებული ყოველი დღე ჩემთვის ძვირფასი იყო, მართალია ბევრი ტკივილიც იყო და ბევრი სიხარულიც, მაგრამ მაინც ბედნიერად ვგრძნბდი შენს გვერდით თავს...
თუ შენ ეხლა ამ წერილს კითხულობ, ესე იგი მე ცოცხალი აღარ ვარ და გული მწყდება, რომ ბევრი ვერაფერი მოვასწარი, თუნდაც ის, რომ: ყოველდღე არ გეუბნებოდი თუ როგორ მიყვარხარ, შენ სითბოს ვერასოდეს ვგრძნობდი, სანამ უშენობამ სიცივე არ მოიტანა. სულ მუდამ ვიღაც გოგოებს ვეპოტინებოდი, რომლებიც შეურაწყოფას მაყენებდნენ, დამცინოდნენ და აბუჩად მიგდებდნენ, შენ კი აქ იყავი მუდამ ჩემს გვერდით და მე არასოდეს მითქვამს თუ როგორ ძალიან მიყვარდი და ვერც გეტყოდი რადგან შენი ღირსი არასოდეს ვიყავი, მე ცუდი ბიჭი ვიყავი და შენ სიყვარულს არასოდეს ვიმსახურებდი...
ახლა კი მე აღარ ვარსებობ, მხოლოდ ჩემი სახელი დარჩება, რომელსაც ერთი წლის შემდეგ ყველა დაივიწყებს, შენ კი ჩემო უსაყვარლესო მინდა გითხრა, რომ ბედნიერებას გისურვებ, დიდ სიყვარულს და სიხარულს, არასოდეს მოგკლებოდეს ღვთის მფარველობა. მე კი შენი მფარველი ანგელოზი ვიქნები მუდამ და ყოველთვის, დაგიცავ და დაგეხმარები...
ახლა კი მინდა დაგემშვიდობო და მარტო დაგტოვო შენს ფიქრებთან და აზრებთან. ძალიან მომენატრები და დამაკლდები, მაგრამ არასოდეს დაგივიწყებ რადგან შენ მუდამ ჩემს გულში იქნები..... მშვიდობით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები