აჰა მოდის 2014 წელი, წინა წელმა ისე გველურად გაისისინა და გასრიალდა, რომ შხამითა და გესლით გაჟღენთილ სამყაროს ცხენის სიძლიერე და სიყოჩაღე თუ გადაგვარჩენდა გვეგონა. მიხაროდა და ერთი სული მქონდა როდის შესრულდებოდა თორმეტი საათი, ჯერ ხომ სულ რაღაც სამი საათი გვაშორებდა ახალ წელს?! მე იმდენად ვიყავი საყიდლებზე სიარულით დაღლილი, რომ იქვე დივანზე მივწექი და თბილად კატის კნუტივით მოვიკალათე...
ბნელი და სუსხიანი ღამე სუფევდა, აქა იქ მოჩანდა მხოლოდ სინათლე, ისიც, ვისაც „დვიჟოკი“ ქონდა ჩართული და შორიდან მისი გამაყრუებელი გუგუნი ისმოდა. სადარბაზოებს, რომ ჩაუვლიდით ყველგან ნავთის „კერასინკის“ სუნი ტრიალებდა, ზოგიერთი სახლის ფანჯრიდან ფეჩის „ტრუბა“ იყო გამოყოფილი და ჭლექიანი კაცივით დროდადრო ბოლს ახველებდა. 1996 წლის 28 დეკემბრის თბილისის ღამე მძიმე დასანახი გახლდათ: ნახევრად ჩამონგრეული ფასადები, ბნელი ქუჩები, რომელსაც ცეცხლმოკიდებული საბურავები თუ ანათებდნენ, მხოლოდ ცა იყო მოკრიალებული და ვარსკვლავებით მოჭედილი, აი მთვარეც დაგვყურებდა, პატარა გიორგი კი ახალწელს მოუთმენლად ელოდა: - დედიკო ! თოვლის ბაბუ ამ ახალ წელს რას მაჩუქებს? - რა გინდა, რომ მოგიტანოს? - არ ვიცი, მოვიფიქრებ და პატარა გიორგი მორცხვად შეიშმუშნა; - კარგი ჩემო სიცოცხლე, ახალწლამდე ჯერ სამი დღეა მანამდე მოიფიქრე და მითხარი. - ახლა კი დაიძნე, - კარგი დედიკო. გიორგიმ ძალიან კარგად იცოდა ამ საახალწლოდ რაც გაეხარდებოდა, მაგრამ ვერ შეჰბედა დედისათვის ეთქვა, რომ მისი, აფხაზეთის ომში დაღუპული მამა დაებრუნებინა თოვლის ბაბუს. ისიც ძალიან კარგად იცოდა, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა და დედიკო ალბათ ისევ შოკოლადის ფილას უყიდიდა, მაგრამ არა ამჯერად „ტურბოს“ კევას ვაყიდინებ, ათი თეთრი ღირს დედიკოს კი თვეში ოცდაორი ლარი აქვს ხელფასი და არ მინდა დაიხარჯოს, ფიქრობდა გიორგი, თან თავის გრძელ ბალიშს ეხუტებოდა და ამ ფიქრში ჩაეძინა.. - გიორგი შენ რაღაცას შემპირდი ამ საახალწლოდ ! - რას ძვირფასო? - რომ, ჩემი სანტა იქნებოდი ! - მე ისედაც შენი სანტა ვარ - ოხ ოხ, აფერისტო ! - რატომ ვარ აფერისტი? რა მასე არაა? - მასე როგორ? - რასაც ინატრებ ვაჩენ ! - წადიი!!! ბაქია ! და ნინიმ ტუჩები აიპრუწა - არ ვარ მე ბაქია ! მე.. მე.. ენა დაება გიორგის ნინი მიხვდა, რომ გიორგის ეწყინა და გაუღიმა, მერე ხელი თავზე გადაუსვა და თითები თმაში შეუცურა, გიორგიმ თავი მხარზე დაადო და თვალები დახუჭა, - ამ ახალ წელს ჩემთან შეხვდები? - შენთან სად? - სახლში - უერხულია ნინ - რატომ? აღარ გიყვარვარ? - ეგ რა შუაშია? უბრალოდ მერიდებასავით - ნუ ხარ სულელი, მოსარიდებელი არაფერია, ჩემებს ისედაც, ხომ იცნობ? - კი მაგრამ მეტი არავინ იქნება? - კი ჩემი და სიძე და მისი და ჩვენი რამოდენიმე ნათესავი - შენი სიძის ნათესავებს რა უნდათ? თავისი სახლი არა აქვთ? - შენ ნუ ხარ სტერვა, სტუმრად მოდიან რა მოხდა? - არაფერი ნაცნობი სიტუაციაა - ანუ? - არაფერი, შენ ჩვენთან უნდა ნახო რა ეგზოტიკურ პირობებში ვცხოვრობ - რა სასაცილო ხარ! - კიდე კიდე რა ვარ? - კიდე ჩემი ბულკი და კრემიანი ფუნთუშა - შე საცოდაო წამოდი რამე გაჭამო თორე მეშინია შიმშილისგან ხელებში არ ჩამაკვდე - რომანტიკის აზრზე არა ხარ რა.. და ნინის ხმაში ბრაზი შეერია - წამოდი წამოდი, ნუ ხარ ბუზღუნა და გიორგიმ შუბლზე აკოცა - ჰაა, იქნები ჩემი სანტა? ამ ახალ წელს? არ მოხვალ? და ნინიმ ისეთი სახით შეხედა გიორგის უარის თქმას სიკვდილი ერჩივნა - კარგი ხო ვიქნები, ვიქნები, ოღონდ ერთი პირობით! - რა პირობით? - რასაც სანტა გაჩუქებს უარს არ იტყვი - შენ რამე მაჩუქე და უარს რავა გაკადრებ, და ნინიმ საყვარლად გადაიკისკისა - კარგი წამო რამე ვჭამოთ და მერე სამსახურში უნდა ავიდე - ქუცუნა ! წამო ხო წამო არ მოიკლო არაფერი.
ახალი წლის ღამეს სულ ერთი საათიღა აკლდა, გიორგი სანტას ფორმაში გამოპრანჭული, მილასლასებდა ნინის სახლის კიბეებზე, ხელოვნური წვერი სახეს უფხაჭნიდა და დროდადრო ისწორებდა, აი კარებსაც მიადგა, ზარი დარეკა და: - სანტა მოვიდაა! - შესძახა ნინის დამ ქეთიმ და გიორგის ხელი ჩამოართვა - გამარჯობა ქეთი, სად არიან შენი ბავშვები? - ეხლავე დავუძახებ და ხელით გიორგის ანიშნა შემოდიო - შანტა მოვიდა, ენის ჩლექვით შესძახეს ბავშვებმა! საბა და ლუკა გიორგის გარს შემოეხვივნენ - აი საჩუქრები მოგიტანათ სანტამ ! დაიბოხა გიორგიმ ხმა და პატარებს კამფეტები დაურიგა მისაღებ ოთახში ქეთიმ გიორგი შეიპატიჟა და გიორგის დახვდნენ ნინი, მისი მშობლები სიძე, კიდევ ორი ბიჭი და ორიც ქალი, ნინიმ გააცნო, ეს ზაურის ძმაკაცები არიან, კობა და ალეკო, ეს, მამიდა გალინაა ეს კი ჩემი დეიდა ნათია - სასიამოვნოა, თქვა გიორგიმ და წვერი მოიხსნა, რომელიც ძალიან აწუხებდა - დაბრძანდით გთხოვთ და ნინის მამამ, ბატონმა გელამ სუფრასთან მიიპატიჟა რამოდენიმე ჭიქა, რომ დალიეს, ახალი წელი და ოჯახი ადღეგრძელეს, ზაურის ძმაკაცმა კობამ მზერა გიორგისკენ გადაიტანა და მიმართა: - ოე ! სანტა ! შენ უნდა გახდე ჩვენი სიძე?!, გიორგის მხარზე ხელი დაჰკრა და თან გადაიხარხარა. გიორგი იმდენად კარგად აღზრდილი იყო, რომ გაუღიმა და არაფერი უთქვამს - აბა ერთი კიდე დავლიოთ, შენი საქუსლე, უფრო სწორად საქვისლე უდნა გამოვათროთ, თან ზაურის გადახედა კობამ და ისევ გადაიხარხარა გიორგის ყელში ბურთი მოაწვა, მაგრამ არაფერი უთქვამს, ყველამ გაიცინა, არ იცინოდა მხოლოდ ნინი და ნინის მამა - აბა დალიე საქუსლევ მშობლების სადღეგრძელოა, უი მართლა შენ გყავს მშობლები? - დედა კი მამა არა ! - უი რატომ? რა მოუვიდა? ჩაეძია კობა - გარდაიცვალა - რითი? - აფხაზეთის ომში დაიღუპა! - ა, ეტყობა სახლებს ძარცვავდა, როგორც ყველა აქედან ჩასული და ვეღარ ჩამოაღწია არა? აი ამ ჯერად კი ვერ მოითმინა გიორგიმ და კობას ისე ძლიერად დაარტყა მუშტი სახეში, რომ კობა მოწყვეტილი დაეცა ძირს და ცხვირიდან შადრევანივით სისხლი წასკდა. გიორგიმ, უკაცრავად, რომ შეგაწუხეთო, ბატონ გელას უთხრა და გარეთ გავარდა...
გიორგიმ არ იცოდა სად წასულიყო და კორპუსის გადაღმა ბაღში სკამზე ჩამოჯდა, ძალიან ციოდა და თითები გაეყინა, თან გადახეხილ მუშტზე იყურებოდა. - აი სად ყოფილხარ ! და ნინიმ გაუღიმა, გიორგიმ ზედ არც შეხედა, შეურაწყოფილად გრძნობდა თავს, - მაპატიე რა საყვარელო, არ მეგონა თუ ასე მოხდეობდა - შენ არაფერ შუაში ხარ, მე შენი შესაფერისი არ ვარ, მართალია კობა - მაგას, რატომ ამბობ? რახან ზაურივით მდიდარი არ ხარ? - არ ვიცი ალბათ - ჩემი სულელი სანტა, და ნინიმ შუბლზე აკოცა, გიორგის იმდენად გაყინული ქონდა შუბლი, რომ ნინი შეშინდა - გცივა? - ჰო, მცივა - ჩემი მცივანა გოჭი და ნინიმ გიორგის ხელი ლოყაზე მიიდო; - გიო, მიბრაზდები? - არა, რატომ? - მაპატიე კაი? - საპატიებელი არაფერია, როგორაა ის მასხარა? - ისეთი გლიჯე რო კაი ხანი ვერ იხუმრებს, მასე თუ გააგრძელე აავსებ რეანიმაციას ჩემი მომაკვდავი ახლობლებით და ნინის გაეღიმა, გიორგისაც გაეღიმა, მაგრამ არ შეიმჩნია. - გიო, საჩუქარი, მაქვს შენთვისო, რომ მითხარი აღარ მჩუქნი? - ოხ ოხ მსუნაგო! და გიორგის გაეღიმა, გულში ფიქრობდა კიდევ კარგი გამახსენა, თორემ ... - ნინი ! - ჰო სიხარულო, - მე ხომ ვარ შენი სანტა? - კი სიხარულო, აბა რა ხარ?! - ნინი, გახდები ჩემი სნეგუროჩკა? და გიორგიმ ჯიბიდან საქორწინო ბეჭედი ამოიღო ნინის ენა ჩაუვარდა არ ელოდა ასეთ საჩუქარს, გიორგის ხელები მაგრად მოხვია და კისერზე ჩამოეკიდა, შემდეგ კი ასე ჩახუტებულები დიდხანს იდგნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს... ***
- გაიღვიძე, ახალი წელი ახლოვდება ! - ცოტაც რა ! - რაღა ცოტა? ოცი წუთი დარჩა ! - კარგი ხო კარგი, ახალი წლის სუფრა უკვე გაწყობილი იყო, ქალები სამზარეულოში ფუსფუსებდნენ, ბავშვები კი ნაძვისხესთან თამაშობდნენ, მე გვერდით ოთახში შევედი და... ამ დროს ჩაირთო საახალწლო მელოდია, მე ჩვეულ სანტას ფორმაში, ხოლო ნინი სნეგუროჩკას ცისფერ ფორმაში გამოწყობილები ერთად ვცეკვავდით, ბავშვები კი გახარებულები გარს გვეხვეოდნენ, მე პირველად მიხაროდა ახალი წელი, ჩემ სნეგუროჩკასთან და პატარა ანგელოზებთან ერთად. მე მივხვდი, რომ ეს სიზმარი არ იყო და პირველად ვიგრძენი თავი ბედნიერად, მაგრამ მიუხედავად ამისა მე ისევ ის პატარა ბიჭი ვიყავი, რომელსაც საკუთარი მამიკო ენატრებოდა...
- - - -
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობთ მეგობრებო, მეც გილოცავ თეო ახალ წელს :) მადლობთ მეგობრებო, მეც გილოცავ თეო ახალ წელს :)
3. კარგი იყო ჯაჯუ,ფინალი ზღაპარივით არის მარა ასე უკეთესია ალბათ კარგი იყო ჯაჯუ,ფინალი ზღაპარივით არის მარა ასე უკეთესია ალბათ
2. დანაპირებიც შეგისრულებია ჯაჯუ.გაიხარე:) გილოცავ 2014წელს:) კარგი იყო:) დანაპირებიც შეგისრულებია ჯაჯუ.გაიხარე:) გილოცავ 2014წელს:) კარგი იყო:)
1. სურვილების ასრულებას გისურვებ! :) სურვილების ასრულებას გისურვებ! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|