ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2014


* * *

    * * *

ტუჩები, გრძნობით განაყუჩები,
შენკენ გაწვდილი, ვით ორი ხელი,
მკაცრ სინამდვილეს ვერშეუჩვევი
შენს ნაზ შეხებას ამაოდ ელის.

ტკივილიც ღმერთის არის წყალობა,
რადგან ამძაფრებს ჩვენს გულის ძგერას,
და ვერშეხვედრის გარდუვალობა
ჩვენს სიახლოვეს სდევს ბედისწერად.

წუთისოფელმა ბევრჯერ გვაგემა
ჟამი წუხილთა და ჟამი გლოვის.
შემოჭდობია როგორც განგება
შენს მარჯვენა ხელს ყვითელი რგოლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს