ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტ ა ტ ო
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2014


ვალენტინობის მისალოცი ბარათი

ყოველი დილა როგორც მსგავსი წინა დილების
იწყება იმით რომ გვაღვიძებს ტირილი ბავშვის
და მე იმის თქმა შემიძლია დანამდვილებით
ეს ის გრძნობაა გულიდან რომ ვერასდროს წაშლი

მერე ავდგები, ბავშვს ავიყვან... შენ კი ბავშვური
დაგრჩა თვალები და ღიმილი სინათლის მფენი
და ყველა მხატვრის გამიჩნდება უზომო შური
რომ მე არ ძალმიც უკვდავება დავხატო შენი.

შენ ჩაის დალევ,მე ჩაის წვეთს შენი  ტუჩიდან
სამუშაო დროს ვესესხები წუთის მევალეს,
მერე კი  სხეულს გავაგზავნი სამსახურში და
სულსა და ფიქრებს დაგიტოვებ როგორც მძევალებს

და იმ წუთიდან იმ წუთამდე დავითვლი წამებს
ანუ სახლიდან გასვლასა და მოსვლის წამამდე
და სანამ ძილი დაგიმძიმებს ორთავ წამწამებს
თმებს გადაგიწევ, ჩაგჩურჩულებ ყურში მანამდე

რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ  ერთმანეთისთვის
დავიბადეთ და მიგვაქროლებს დროთა დინება
კიდევ ერთი დღე მიილევა იმ  პლანეტისთვის
საცაც, ჩემთან ხარ...  ჩემს მკლავებში  ჩაგეძინება...

მე შენს ფიქრებში გავატარე მორიგი დღე და
გიყურებ მძინარს და ფიქრებით შენთან ვმთავრდები
...
შენ ლექს კითხულობ ჰოდა მარცხნივ თუ გაიხედავ
ვალენტინობის მოსალოცად გელის  ვარდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები