ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ_ი_ა_კ_ო
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2014


რა შორია შენამდე უფალო!

რა შორია შენამდე უფალო!
და რა ახლოს არ ყველა ჩვენგანში,
შენი სახელით ბევრ კარგს ვაკეთებთ,
თუმცა ფეხი გვაქვს მაინც ცოდვაში.

წინ გადადგმული ყველა ნაბიჯი
შენი ხსენებით გვინდა დავიწყოთ,
ხანდახან ასე ვაკეთებთ კიდეც,
თუმც ცოდვილნი ვართ, ამას რა ვუყოთ?

ჩვენი ვალია შენამდე მოსვლა და
გოლგოთამდე ჯვარის მოტანა.
თუმცა ძნელია, განვლო შენი გზა,
რომ გზად არ შეგხვდეს სადმე სატანა.

თუმც რწმენა სავსე კაცს რა დააფრთხობს,
რომ შეუშინდეს ბოროტ სატანას,
როცა შენახარ მასთან უფალო,
და მას ასწავლი დარდის ატანას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები