ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეგატო
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2014


ჭიამაია

წითელ კაბას წერტილები შავი,
როგორ გშვენის, შეარხიე კალთა.
წამოფრინდი,ჩამოჯექი აქვე,
იქნებ მითხრა: იწვიმებს თუ არა.
ჯადოსნურმა მაკრატელმა აგჭრა
და ოცნების ნემსმა შემოგქარგა.
ნუ შემიკრთი,არ ვარ  მართლა ავი,
მიმკითხავე: წვიმაა თუ დარი?
გვირილების თეთრ ფურცლებზე წევხარ,
ყვითელ გულზე მიირხევი ნაზად.
თეთრ-ყვითელა გვირილების ფერი
როგორ შვენოს შენს ხატულა კაბას.
ხელისგულზე გადმოგისვი უცებ,
მხრებს იჩეჩ და
გიკვირს,
გიკვირს,
გიკვირს.
ნუ დამიფრთხი,შემომხედე აბა!
წითელ კაბას შეურხიე კალთა.
ნიავივით შეგიბერე სული ,
გამიღიმე,წამოფრიმდი ლაღად.
მამცნე ჩუმად, ჩამჩურჩულე ყურში,
მიმკითხავე: იწვიმებს თუ არა!

წითელ კაბას წერტილები შავი,
როგორ გშვენის,შეარხიე კალთა.
ჯადოსნურმა მაკრატელმა აგჭრა
და ოცნების ნემსმა შემოგქარგა.
2011.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები