 | ავტორი: ემმა ჟანრი: პოეზია 17 თებერვალი, 2014 |
არაფერია, გავიფიქრე,
ვადაგასული საგნებისგან გადავსილ უჯრას, მტვერი თითებით გადავწმინდე და ფრაგმენტები წარსულიდან, წამწამებს შორის დავიმსხვრიე, ნამსხვრევები კი ცრემლებად იქცა... ასეც ხომ ხდება, თავი კადრებად მოვუყარე ძველისძველ ნივთებს, რიგ–რიგობით ამოვალაგე და გაცრეცილ კოლეიდოსკოპს ისე შევეხე, როგორც ბავშვობას ეხებიან სადღაც იქით, მოხუცობისას... მერე რა, თუკი, არ ინახავს ის ჩემს ბავშვობას. სხეულში სისხლი გამეყინა იმ შუშასავით, ნამსხვრევებად რომ აქციეს და აქ გამოკეტეს, სათამაშოს მუდმივ ნაწილად... ასეც ხომ ხდება, თვალებს ხუჭავ და წამწამებში ტკივილებს ამსხვრევ, მაშინ როდესაც ხვდები, ნივთი,თითებს რომ გიწვავს ერთადერთია, რამაც დღემდე შემოგვინახა გადაღმა ამ მოგონებების...
ყველაფერია, გავიფიქრე და შენს ნაჩუქარ კოლეიდოსკოპს ვუბრუნებ უჯრას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ეს კოლეიდოსკოპი მახსოვს , მგონი წაკითხული მაქვს, და ახლაც მოვიწონე. ეს კოლეიდოსკოპი მახსოვს , მგონი წაკითხული მაქვს, და ახლაც მოვიწონე.
5. ++ვიგრძენი, წარმატებები ++ვიგრძენი, წარმატებები
4. ,,თვალებს ხუჭავ და წამწამებში ტკივილებს ამსხვრევ, მაშინ როდესაც ხვდები, ნივთი,თითებს რომ გიწვავს ერთადერთია, რამაც დღემდე შემოგვინახა გადაღმა ამ მოგონებების... " ცუდი ლექსი ნამდვილად არ არის-მომეწონა..ეს ყველასთვის ნაცნობი გრძნობაა.. თან რიტმულიცაა,რაც ასე უცხო ხილია დღევანდელ ვერლიბრებში. წარმატებები ავტორს ! + +
,,თვალებს ხუჭავ და წამწამებში ტკივილებს ამსხვრევ, მაშინ როდესაც ხვდები, ნივთი,თითებს რომ გიწვავს ერთადერთია, რამაც დღემდე შემოგვინახა გადაღმა ამ მოგონებების... " ცუდი ლექსი ნამდვილად არ არის-მომეწონა..ეს ყველასთვის ნაცნობი გრძნობაა.. თან რიტმულიცაა,რაც ასე უცხო ხილია დღევანდელ ვერლიბრებში. წარმატებები ავტორს ! + +
3. არაუშავს. + არაუშავს. +
1. კალეიდოსკოპი.
საინტერესო იყო, ემოციებით დატვირთული.
"ასეც ხომ ხდება, თვალებს ხუჭავ და წამწამებში ტკივილებს ამსხვრევ,"
არაფერი და ყველაფერი.
"ვადაგასულს" იქნებ "ყავლგასული" ჯობდეს.
კალეიდოსკოპი.
საინტერესო იყო, ემოციებით დატვირთული.
"ასეც ხომ ხდება, თვალებს ხუჭავ და წამწამებში ტკივილებს ამსხვრევ,"
არაფერი და ყველაფერი.
"ვადაგასულს" იქნებ "ყავლგასული" ჯობდეს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|