ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლეგატო
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2014


ჩემო მეგობარო

ციდან ამ მიწამდი
ხიდად გაგვიდვია,
ხელჩაკიდებულებს
ლაღად გაგვივლია,
ჩემი იმედის ხე
შენ რომ დაგირგია,
უკვე აყვავილდა,
ისე ძლიერია.
შენი სიყვარულით
ჩემო მეგობარო!
გაივლის ბეწვის ხიდს,
ბონდებზეც გაირბენს.
გაუძლებს ქარტეხილს,
უდროოდ ატეხილს,
გულს რომ გვიმძიმილებს
ტკივილად გაჩენილს.
შენი ერთგულების 
მტკიცე საფიცარი,
ჩემი ერთგულებით
გამომიძერწია.
ხელით აგიგია,
მხრებზე გამიდვია,
ჩვენი სიყვარულის
ხიდი მეგობარო!
ღამე ანატეხი,
შფოთვით დანატეხი,
როცა აღარ ვიცი
რა გზა-ხერხს მივმართო.
გული შენსკენ მიწევს,
ჯავრი შემეშვება,
როცა შენს თბილ თვალებს
ვხედავ მეგობარო!
შენით მიხარია
დიდი სიყვარული,
დიდი მწუხარებაც
შენით გამვლია
და ის იმედის ხე
ჩვენ რომ დაგვირგია,
უკვე ნაყოფებად
გადაპენტილია.
თუ კი ქვეყანაზე
რამე ძვირფასია,
მე რა გამაჩნია,
მე რა მაბადია.
ჩემი სიმდიდრე და
ჩემი საუნჯეა,
შენი წრფელი გული,
ჩემო მეგობარო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები