ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემო ჭახნაკია
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2014


გტოვებთ,წავედი

გტოვებთ,წავედი სამყაროში, სადაც არ ძინავთ,
სადაც სიწრფელე მეტად ფასობს ვიდრე ნაგავი,
სადაც ხის მარშრაფს იფერებენ ოქროს ბარძიმად,
სადაც  ცხოვრობენ  უდრეკნი  და  აულაგმავნი;

სადაც სიმშვიდეს მოიპოვებ ნაღვლიან გიჟთან,
სადაც  ბინადრობს  პოეტების  შმაგი  პლეადა,
სადაც  ცის რწმენა  კოცონივით  ამიგიზგიზდა,
სადაც კალამი ემსგავსება მბრწყინავ კელაპტარს;

სადაც  მზის შუქზეც ვერ იპოვი, უნდო ავარებს,
სადაც  ღრუბლები  ცას დაჰყვება  ფაიტონებით,
სადაც ყინული ცივ შეგრძნებას გაგივარვარებს,
სადაც  ლექსებით  გაჰყვირიან  ბარიტონები;

სადაც  ჩაგძახის  პოეზია-,, გალაღდი  მონავ!”
სადაც  წერ ლექსებს,სივრცეებში ვეღარ ეტევი,
სადაც ფიქრობ ,რომ დრომ დაგბადა გალაკტიონად,
სადაც  სათნო  ხმით  ამაყობენ მხნე  პოეტები;

აქ  კი  სამყარო ისეთია , თუ  არ  ვიგინეთ,
ვინ შეგვამჩნევს ან ვინ დაგვადგამს თავზე გვირგვინებს.

თ.ჭახნაკია
2013წ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს