ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფარაონიდა
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2014


მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება !

მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება,
რომ თხემით ტერფამდე ფეთქავდეს მაჯები
და საღამოობით როდესაც ბინდდება,
მზის ჩასვლას უცქირეთ დაისის ჰანგებით.


მზისფერი სხივები მალამოდ ედება,
დამძიმებულ გულს ამდენი ტანჯვისგან.
გულით ნათქვამი სიტყვები მცირდება,
შეწევნას მოველით,ურცხვად უფლისგან!

სხივები?!სხივები რითმებში იღვრება,
როგორც შეშვენის ჩამოღამებას.
სხეული მიწაზე მოწყვეტით ეშვება,
მაგრამ ეს არ ნიშნავს გარდაცვალებას.


ზღვა მოსჩანს ონავარი, შორიახლოს
და ცდილობს ტალღებით მიწა დალაშქროს.
ქარი,კი ჩამოცვენილ ფოთლებს მიჰკივის
და ცდილობს ისინი ყველგან მიმოფანტოს.


მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება,
რომ ფეხით ტერფამდე ფეთქავდეს მაჯები
და საღამოობით როდესაც ბინდდება,
მზის ჩასვლას უცქირეთ დაისის ჰანგებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები