ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2014


ახლა მხოლოდ გრიგალების ჯერია (რ.ჯოჯუა)

ჭრილობები თურმე ძნელად ხორცდება
მოვიგონოთ წინაპრები გმირებად
გამეფანტა ყველა ჩემი ოცნება
დამრჩა მხოლოდ საქართველო იმედად

გული იყოს ყველა ფარზე ძლიერი
დაე მომხვდეს მტრის ნასხლეტი ისრები
დამაყარეთ ჩემი მიწა ფხვიერი
თუ ვერ ვნახო მშობლიური ნისლები

ანათებდეს უფლის ყველა სანთელი
ანგელოზი გვიგალობდეს მარადის
დავიტოვე ჩემი გულის სათქმელი
და უფალო მომაქვს შენთან კარამდის

ცივ ჰაერში საკმეველად დნებოდეს
სურნელება მშობლიური მინდვრების
ჩვენი რწმენა არასდროს არ კვდებოდეს
აღშენება იყოს სულის ხიდების

მოხატულო თამარ მეფის ფრესკებით
თვით ვარძიის ქვის გალობის მსმენელო
გაჟღენთილო პოეტების ლექსებით
სიძულვილის კერპის დამანგრეველო

დაეშვება კიბეები ზეციდან
დააბრუნებს ყველა ყრმას და ხნიერსო
დაგვიფარე შემოქმედო ზევიდან
დაიფარე საქართველო იესო

შემოგვნათებს დილა ნანატრ ქალივით
დე აყვავდეს ვაზის ყველა მტევანი
იწკრიალოს გულმა მუდამ ზარივით
ხმიანობდეს სიყვარულის ეჟვანი

ისევ გათბა აგიზგიზდა კერია
წასულია ნიავ-ქარის სეზონი
ახლა მხოლოდ გრიგალების ჯერია
ჩენ ვართ უფრო მწარე ბედთან მებრძოლნი

ძელი დარდი მოუხსნელი უღელის
გაჰყვა ჩქარი ნიაღვრების დინებას
ახლა ჟამი ძარღვიანად უმღერის
მშობლიური საქართველოს დიდებას

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები