დამტვერილ წიგნში აჩოჩქოლდა ლექსების ჯარი, პოეზიის მჭკნარ,ბნელ დილეგში ფურცლის გისოსებს მოაწყდა ერთობ სტრიქონთა ხმა...დაფრთხეს ლაჩარი, ანჩხლი ლექსები ქომაგობენ გარიყულ მგოსნებს.
ყველაზე მძლავრი წინ მიუძღვის ძალ-ღონით სუსტებს, სათაურები ყალყზე უდგათ, შმაგ ხმას გზავნიან, სიზმარია თუ ბრძოლის ცეცხლი,ვერ დააზუსტებ, აშკარად ჩანს, რომ ყველა სტროფი პარტიზანია.
გამოანგრიეს ყდის კარიბჭე,ფურცლის კლიტული, თეჯლისებს,ოდებს,ლაღ სონეტებს,ტერცინებს,სტანსებს, მრჩობლედს,ოქტავებს,ბაიათებს-აქვთ გაკვირტული ვნების ტოტები,მუხამბაზის ჩრდილს რომ მოსტაცეს.
აშუღური და მუსტაზადი შავთელურს ანთებს, ყველას ასხია, რითმების და ბორგვის სუნამო, მირბის მდენარი და გრძელ ფეხებს ხოხვით მიათრევს, მიგრძენ, აზვირთდი, მძლედ იქუხე, ლექსთა ცუნამო.
თქვენ ავართაგან, დაფასებას ვერ ეზიარეთ და ყრუდ იციან,თქვენს შესახებ, პოეზიაზე.
თ.ჭახნაკია 2013წ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. მძიმედ იკითხება, ვეთანხმები სტიქიას, მაგრამ უჩვეულო ფორმითაა გადმოცემული, ჯარისა და წიგნის შედარება და პარალელი, უჩვეულოდ მომეჩვენა და საინტერესოდ ++ მძიმედ იკითხება, ვეთანხმები სტიქიას, მაგრამ უჩვეულო ფორმითაა გადმოცემული, ჯარისა და წიგნის შედარება და პარალელი, უჩვეულოდ მომეჩვენა და საინტერესოდ ++
15. კაია ბიძიკო მასე ქენი:) კაია ბიძიკო მასე ქენი:)
14. ისე რა ლექსია :) პირველ კომენტარს ვეთანხმები ძირითადად ისე რა ლექსია :) პირველ კომენტარს ვეთანხმები ძირითადად
13. ავტორი: თემო ჭახნაკია ჟანრი: პოეზია ჩათვალე,5
ლამაზი ლექსია. ავტორი: თემო ჭახნაკია ჟანრი: პოეზია ჩათვალე,5
ლამაზი ლექსია.
12. ავტორი: თემო ჭახნაკია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 14 მარტი, 2014 ავტორი: თემო ჭახნაკია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 14 მარტი, 2014
11. დიდი მადლობა ყველას მეგობრებო:) დიდი მადლობა ყველას მეგობრებო:)
10. მართალი ლექსია!2+ მართალი ლექსია!2+
9. თქვენ ავართაგან, დაფასებას ვერ ეზიარეთ და ყრუდ იციან,თქვენს შესახებ, პოეზიაზე.
სამწუხაროდ,ოი რა ყრუდ იციაან.ვერ იგებენ ვერა რა გენიაა იმ დამტვერილ წიგნებში ახლა ობი რომ მოსდებიათ.ვერ დავაფსეთ ბევრი რამ.დროსთან ერთად ხალხმა უნდა დააფასოს.და თუ ხალხი ვერ გებულობს მას კვდება და ჭკნება ლექსი,იბრძვის და იბრძვის მაინც დასაბამითგან.:(
5 თემო.მოგიკითხე:* თქვენ ავართაგან, დაფასებას ვერ ეზიარეთ და ყრუდ იციან,თქვენს შესახებ, პოეზიაზე.
სამწუხაროდ,ოი რა ყრუდ იციაან.ვერ იგებენ ვერა რა გენიაა იმ დამტვერილ წიგნებში ახლა ობი რომ მოსდებიათ.ვერ დავაფსეთ ბევრი რამ.დროსთან ერთად ხალხმა უნდა დააფასოს.და თუ ხალხი ვერ გებულობს მას კვდება და ჭკნება ლექსი,იბრძვის და იბრძვის მაინც დასაბამითგან.:(
5 თემო.მოგიკითხე:*
7. ეს გამოვარჩიე +5 ეს გამოვარჩიე +5
6. ყველაზე მძლავრი წინ მიუძღვის ძალ-ღონით სუსტებს, სათაურები ყალყზე უდგათ, შმაგ ხმას გზავნიან, სიზმარია თუ ბრძოლის ცეცხლი,ვერ დააზუსტებ, აშკარად ჩანს, რომ ყველა სტროფი პარტიზანია. ყველაზე მძლავრი წინ მიუძღვის ძალ-ღონით სუსტებს, სათაურები ყალყზე უდგათ, შმაგ ხმას გზავნიან, სიზმარია თუ ბრძოლის ცეცხლი,ვერ დააზუსტებ, აშკარად ჩანს, რომ ყველა სტროფი პარტიზანია.
5. ნოდარ დუმბაძეს აქვს ერთი პუბლიცისტური წერილი-,,ჩემი რუსთაველი",სადაც ის აზრია გატარებული,რომ რუსთაველსაც ჰყავდა ,,კრიტიკოსები",მთელი კლერიკლური სამყარო მისი წინააღმდეგი იყო,მაგრამ იგი მაინც უკვდავია და მისი უკვდავება იმან განაპირობა,რომ მისი პოეზია ეროვნულ ნიადაგზე იყო აღმოცენებული და ხალხისთვის გა ენაზე წერდა.
,,თქვენ ავართაგან დაფასებას ვერ ეზიარეთ, და ყრუდ იციან,თქვენს შესახებ,პოეზიაზე"...
დაფასება დროს მოაქვს,პოეტურ განძს კი ერის სული ინახავს...ეროვნული სული კი ვერ ეგუება ,,უცხო სხეულს"-ამოანთხევს ერთ დროს;
ერთი რამ ვიცი,ეს ავტორი სულით და ხორცით ქართევილია,მოვა დრო და-დაიხვეწება. წარმატებები თემო! + + ნოდარ დუმბაძეს აქვს ერთი პუბლიცისტური წერილი-,,ჩემი რუსთაველი",სადაც ის აზრია გატარებული,რომ რუსთაველსაც ჰყავდა ,,კრიტიკოსები",მთელი კლერიკლური სამყარო მისი წინააღმდეგი იყო,მაგრამ იგი მაინც უკვდავია და მისი უკვდავება იმან განაპირობა,რომ მისი პოეზია ეროვნულ ნიადაგზე იყო აღმოცენებული და ხალხისთვის გა ენაზე წერდა.
,,თქვენ ავართაგან დაფასებას ვერ ეზიარეთ, და ყრუდ იციან,თქვენს შესახებ,პოეზიაზე"...
დაფასება დროს მოაქვს,პოეტურ განძს კი ერის სული ინახავს...ეროვნული სული კი ვერ ეგუება ,,უცხო სხეულს"-ამოანთხევს ერთ დროს;
ერთი რამ ვიცი,ეს ავტორი სულით და ხორცით ქართევილია,მოვა დრო და-დაიხვეწება. წარმატებები თემო! + +
4. მომეწონა არა მარტო მხატვრული სტრიქონებით, არამდე ავტორის ,,თავისუფლებით." ითქვა ის, რაც უნდა ითქვას. ++ მომეწონა არა მარტო მხატვრული სტრიქონებით, არამდე ავტორის ,,თავისუფლებით." ითქვა ის, რაც უნდა ითქვას. ++
3. ამ ლექსის ღირებულებებსა და სისუსტეებს გეტყვით:დღევანდელ პოეზიაში რაც ბანალური გახდა არის განსხვავებული თემატიკის პოვნა და მერე ამ თემატიკის რეალიზება ლექსის ჩარჩოში.ჩემთვის ეს ლექსი არის სიმბოლო, იმ უცნობი ავტორების,უცნობი ლექსების პროტესტისა,რომელთაც ხშირად საზოგადოება გვიან გებულობს,როგორც იყო ნიკო სამადაშვილის შემთხვევაში,ამიტომ თემატიკა მომწონს.რითმებს რაც შეეხება კარგი რითმებია.ტექნიკური კუთხით ცოტა დახვეწა არ აწყენდა ლექსს,მაგალითად მე-3სტროფი ცუდი წასაკითხია ენა დაგებმევა. სიზმარია თუ ბრძოლის ცეცხლი,ვერ დააზუსტებ, აშკარად ჩანს, რომ ყველა სტროფი პარტიზანია.აი ეს მთელი ლექსის აზრია ორ ტაეპში მოქცეული:)++ ამ ლექსის ღირებულებებსა და სისუსტეებს გეტყვით:დღევანდელ პოეზიაში რაც ბანალური გახდა არის განსხვავებული თემატიკის პოვნა და მერე ამ თემატიკის რეალიზება ლექსის ჩარჩოში.ჩემთვის ეს ლექსი არის სიმბოლო, იმ უცნობი ავტორების,უცნობი ლექსების პროტესტისა,რომელთაც ხშირად საზოგადოება გვიან გებულობს,როგორც იყო ნიკო სამადაშვილის შემთხვევაში,ამიტომ თემატიკა მომწონს.რითმებს რაც შეეხება კარგი რითმებია.ტექნიკური კუთხით ცოტა დახვეწა არ აწყენდა ლექსს,მაგალითად მე-3სტროფი ცუდი წასაკითხია ენა დაგებმევა. სიზმარია თუ ბრძოლის ცეცხლი,ვერ დააზუსტებ, აშკარად ჩანს, რომ ყველა სტროფი პარტიზანია.აი ეს მთელი ლექსის აზრია ორ ტაეპში მოქცეული:)++
2. მე სწორ რჩევას,თუ ჩემზე მეტი იცის მტრისაგანაც ვიღებ(შენ ჩემი მტერი ვერ ხარ) და რაც შეეხება ამ ლექსის დაუწმენდაობას,რომელიც შენ შეატყვე და მე ვერა,თქვი და თუ ჭკუაში დამიჯდება დავასუფთავებ:) მე სწორ რჩევას,თუ ჩემზე მეტი იცის მტრისაგანაც ვიღებ(შენ ჩემი მტერი ვერ ხარ) და რაც შეეხება ამ ლექსის დაუწმენდაობას,რომელიც შენ შეატყვე და მე ვერა,თქვი და თუ ჭკუაში დამიჯდება დავასუფთავებ:)
1. გვარიანად დასაწმენდი ნაწერია. უფრო კონკრეტულადაც ვიტყოდი, მაგრამ, არ გაუხარდება ამ გვერდის მასპინძელს ჩემგან. გვარიანად დასაწმენდი ნაწერია. უფრო კონკრეტულადაც ვიტყოდი, მაგრამ, არ გაუხარდება ამ გვერდის მასპინძელს ჩემგან.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|