ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2014


მონატრება

          მონატრება

მთვარე მთვრალ ღამის თმაში ჩაწნული
თავის სითეთრემ მოთენთა თითქოს,
მოგელი შიშით, როგორც ქალწული
პირველი ღამის იდუმალ სიტკბოს.

დრო- - ყველა დარდის უტყვი ნუგეში
ქარიან ფიქრებს ქროლვით მიქარვებს
მე შიშით ვმალავ ლოდინს უბეში,
როგორც  ბიჭები პირველ სიგარეტს.

ალბათ სიზმარში მაინც მოგნახავ,
თორემ ხავსიან ლოდების მსგავსად
თურმე ხანდახან ხანგრძლივ ხსოვნასაც
ზღვა დავიწყების ედება ხავსად.
 
და შემოდგომის სენი- ქარბუქი-
ტოვებს სიშიშვლეს ხეთა რტოების,
მაწევს ფოთოლზე უფრო მსუბუქი,
მოცისფრო სევდა განმარტოების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს