 | ავტორი: ციცინო ჟანრი: პოეზია 17 აპრილი, 2014 |
რაღაცნაირი ლექსი
გარეთ ქარია ისევ და ვიცი _ ნათელი დარი უდგათ მიონებს, სიმშვიდის პოვნა სულ უფრო მიჭირს და შენი სითბო გზას მიიოლებს.
თუმცა ხანდახან იცის ავდარმა, შენი თვალების ცაზე მოვარდნა და გრძნობ, თუ როგორ ძნელდება სუნთქვა, მერე დუმილის ეშვება ფარდა ჩვენ შორის, მერე ქარიც მძაფრია... ...ღრუბლის თექაზე მზე გადაგორდა, და პირბნელ ღამეს, მთვარისლამპრიანს, არ შემატოვო, ვეჭვდები ხოლმე. ნაავდრალ ზეცას ღვედი აკავებს ცისარტყელის და ბროლის ჰაერი, სავსეა სივრცე შენი დუმილით და შადრევანი მოჰგავს დაირას, ზემოდან... როცა ჩავცქერი ეზოს და კუდქიცინა ჭავლების ბროლებს, ფოთოლთა ცერად სივრცეში ვარდნას არ შემატოვო, ვეჭვდები ხოლმე.
*** არ მახსენდება აღარც ერთი წამი, რომელიც შენით არ იყო აღბეჭდილი, თუმცა ავდარმა ცა ამოჭამა და რამდენსაც ამოუვლია განთიადს, მერე მონატრებამ ჩამოაღამა ყველა და მინდა, მე უბრალოდ ძალიან მინდა ახლდე ამ ღიმილს, გულმოდგინედ რასაც ვირკალავ ბაგეზე, მინდა ამიჩემო და მერე სადმე გადაიკარგონ ტკივილები, გამოიდაროს… მერე ყოველთვის ამინდები ჰგავდნენ ქარიტებს, გადაუღებლად... …რამდენია ცაზე ვარსკვლავი ვინ იცის, ხოდა, ეგ უზადო მარგალიტები, ნუ გეშინია, ჩემი სულის ზღურბლთან დაყარე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მართლაც რაღაცნაირი ლექსია, მაგრამ მოვიწონე. მართლაც რაღაცნაირი ლექსია, მაგრამ მოვიწონე.
11. პირველი უფრო მომეწონა პირველი უფრო მომეწონა
10. ავტორი: ციცინო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
17 აპრილი, 2014
ავტორი: ციცინო ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
17 აპრილი, 2014
9. ძალიან მომეწონა ძალიან მომეწონა
8. თეა, კი ორია, უბრალოდ ერთად ავკინძე რატომღაც.
თეა, კი ორია, უბრალოდ ერთად ავკინძე რატომღაც.
7. ძალიან ბანალურია ეს ყველაფერი. ძალიან ბანალურია ეს ყველაფერი.
6. "ცისარტყელის ღვედი"- რა კარგი ფუნქცია მოგიძებნიათ ცისარტყელისთვის.
ავ-დარიანი ლექსი.
"ცისარტყელის ღვედი"- რა კარგი ფუნქცია მოგიძებნიათ ცისარტყელისთვის.
ავ-დარიანი ლექსი.
5. "ღრუბლის თექაზე გადაგორებული მზე"__ოსტატურად მოთექილი სურათი. "ღრუბლის თექაზე გადაგორებული მზე"__ოსტატურად მოთექილი სურათი.
4. თუმცა ავდარმა ცა ამოჭამა და რამდენსაც ამოუვლია განთიადს, მერე მონატრებამ ჩამოაღამა ყველა...
მომეწონა. თუმცა ავდარმა ცა ამოჭამა და რამდენსაც ამოუვლია განთიადს, მერე მონატრებამ ჩამოაღამა ყველა...
მომეწონა.
3. მე ორ ლექსად აღვიქვი და პირველი უფრო მოვიწონე :)
მე ორ ლექსად აღვიქვი და პირველი უფრო მოვიწონე :)
2. …რამდენია ცაზე ვარსკვლავი ვინ იცის, ხოდა, ეგ უზადო მარგალიტები, ნუ გეშინია, ჩემი სულის ზღურბლთან დაყარე.+ …რამდენია ცაზე ვარსკვლავი ვინ იცის, ხოდა, ეგ უზადო მარგალიტები, ნუ გეშინია, ჩემი სულის ზღურბლთან დაყარე.+
1. სათაური მომეწონა,ნამდვილად შეეფერება! +1(ვალს ან არ ვიღებ,ან მაშინვე ვაბრუნებ) და ბევრი ღიმილები ჩემგან:))))))))))))) სათაური მომეწონა,ნამდვილად შეეფერება! +1(ვალს ან არ ვიღებ,ან მაშინვე ვაბრუნებ) და ბევრი ღიმილები ჩემგან:)))))))))))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|