აღარ მოვყვები როგორ გაიმართა სასამართლო, როგორ დამდეს ბრალი და პატიმრობა მომისაჯეს. ყველანაირ სასჯელზე თანახმა ვიყავი, არ მანაღვლებდა რამდენს მომისჯიდნენ ან სად ვიქნებოდი. მხოლოდ მასზე დარდი არ მასვენებდა, მისი ამბის გაგება იყო ჩემთვის ყველაზე მთავარი. ვის არ ვთხოვე, ვის არ ვემუდარე, ბოლოს ერთი ღვთისნიერი მცველი გამოჩნდა და მიამბო, რომ ეზოდან გასვლის მერე, აღარ უნახავთ. ჩვენი სოფლის მდინარის პირას უპოვნიათ მისი მანდილი. -ზოგი ამბობს მდინარეში გადახტაო, ზოგმა თქვა გაემგზავრაო, ზოგმა ისიც თქვა-დარდისგან ხედ იქცაო. აქამდე ეს ხე არ ყოფილა ამ ბორცვზე და ახლა გაჩნდაო. მე კი ვფიქრობ, მაგ ქალს ეკუთვნის ის გვამი, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ იპოვეს მდინარეში.-მითხრა ამ კაცმა და აზრადაც არ მოუვიდა რა მიქნა ამ ამბის მოყოლით. სისხლი გამეყინა ძარღვებში და იმ დღიდან სიცოცხლე შევწყვიტე, მხოლოდ ვარსებობდი. ჩემთვის აღარ ჰქონდა აზრი, არც ციხეს, არც წლებს, არც იმას თუ სად გავატარებდი მათ, ტყვეობაში თუ თავისუფლებაში. მე ისედაც ტყვე შევიქმენი საკუთარი სინდისისა და ვერანაირი სასჯელი ვერ იქნებოდა ამაზე მეტი. აღარ ვიტყვი, როგორ მიდიოდა ჩემი სიცოცხლის წლები საპყრობილეში. ვცხოვრობდი ისე, როგორც პატიმარს შეეფერება და სიკვდილს ვნატრობდი. სიკვდილი არა და ჩემი გათავისუფლების დრო კი მოვიდა. გამოვედი გარეთ და ზღვას დავუბრუნდი. ჩემი გამოცდილებისა და ნაცნობების წყალობით ისევ მოვეწყვე გემზე. დავცურავდი და ვსერავდი ტალღებს. არაფერი ხდებოდა სასიხარულო და ერთფეროვანი დღეები მისდევდა ერთმანეთს. ერთი წუთითაც არ დამვიწყებია ჩემი უბედური მეუღლე და როგორც კი უვარგისი შევიქმენი საზღვაო ცხოვრებისთვის, ამ ადგილს მოვაკითხე. შევისყიდე ეს სახლი და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. პირველ ხანებში, სანამ მუხლი მემორჩილებოდა ყოველღდე მივდიოდი იმ ხესთან და მდინარესთან. ვესაუბრებოდი და პატიებას ვთხოვდი ყველაფრისთვის. ხშირად მოვფერებივარ იმ ხეს და შემომიხვევია ხელები, როგორც ქალისთვის. ახლა სიარული მიჭირს და ვეღარ ვნახულობ, ფიქრით კი სულ მასთან ვარ...სულ მასთან. აი, მომიხმობს მიწა და მერე სულ ერთად ვიქნებით.-დაამთავრა მოხუცმა და ცრემლი აუკიაფდა თვალში. მისი მონაყოლით ისე ვიყავი შეძრწუნებული და აღელვებული, მეც დამისველდა ღაწვი. დავემშვიდობე და გამოვედი. მოვდიოდი ჩაფიქრებული და გონებაში ვაანალიზებდი ამ ამბავს, კითხვებს ვსვამდი და მევე ვპასუხობდი. ვერც მივხვდი, როგორ მივედი მდინარის პირას, ბორცვზე მდგარ ხესთან. იდგა ეულად და მოწყენილი აშრიალებდა ტოტებს. ვუყურებდი და ქალს ვეძებდი მასში. მერე ბერიკაცის მოცემული სამაჯური ამოვიღე ჯიბიდან და მისი თხოვნისამებრ ხეზე ჩამოვკიდე. ეკიდა სამაჯური ტოტზე და ნაზად ირხეოდა. ერთხანს ვუყურე ასე, მერე მეც არ ვიცი რატომ, ჩამოვგლიჯე სამკაული ხეს და მდინარესთან მივირბინე. ერთხელ კიდევ დავხედე მარგალიტების ასხმას და მდინარეში მოვისროლე. ახლა უკვე დამშვიდებული ვუყურებდი როგორ დაფარა წყალმა და ჩაიძირა მასში. გამოვტრიალდი და რაღაცნარად მსუბუქად გავაგრძელე გზა სახლამდე. აღარაფერი იყო უჩვეულო და დაფარული. ახლა თავად მიკვირდა, როგორ ავყევი ხმებს და ის მონაჭორი დავიჯერეთქო. განა შეიძლება ადამიანი ხედ იქცეს? იმ ღამით საშინელი წვიმა წამოვიდა. ძლიერი ქარი ქროდა. ქარი კი არა, ქარიშხალი იყო, გრიგალი. ისე არხევდა ხეებს, თითქოს აღგვა უნდაო პირისაგან მიწისა. გრგვინავდა და ხმაურობდა ზეცაც, იტყოდი- საუკუნეების დაგროვილ ბოღმას ,ერთიანად ზედ აფრქვევს ქვეყნიერებასო. ჩემი სახლი ახლოს იყო მდინარესთან და კარგად ისმოდა მისი ხმაური. ეტყობა აედიდებინა წვიმას. ვერაფრით მოვისვენე. არ დამეძინა და ვწრიალებდი ლოგინში. გამასენდა როგორ წვიმდა მოხუცის სახლში და წამოვხტი. საწვიმარი ლაბადა მოვისხი და მისკენ გავწიე. ქარი მიწუოდა ყურებში და წვიმაც ძალუმად მცემდა თავ-პირში. ეზოს ჭიშკრიდანვე შევნიშნე გახსნილი კარი, ქარი რომ აფრიალებდა უმოწყალოდ. სწრაფად შევედი სახლში, მაგრამ ჩემდა გასაკვირად სახლი ცარიელი დამიხვდა. არ ვიცოდი რა მეფიქრა. ასეთ ამინდში სად უნდა წასულიყო მოხუცი? ყველა კუთხე-კუნჭული მოვათვალიერე და ვერსად ვნახე. ისევ სახლისკენ გამოვწიე. საწვიმარშიც აღწევდა წვიმის წვეთები და ერთიანად გაწუწული მივუყვებოდი გზას. დილანდელივით ბორცვისკენ წამიყვანეს ფეხებმა. ელვა მინათებდა გზას. ღრიალით მოდიოდა მდინარე. შიშის გრძნობა არ მქონდა და ახლოს მივედი. უეცრად კაცი შევნიშნე წყალში. ჩაყვინთავდა და ცოტა ხანში ამოყვინთავდა. ვიფიქრე იხრჩობა და შველა უნდათქო. ცურვა არ ვიცოდი, მაგრამ მაინც შევვარდი წყალში. წაქცევას მიპირებდა მდინარე, ვყვიროდი და ხან შველას ვითხოვდი ხან კაცს ვუხმობდი. ერთხელაც ამოყვინთა და მასში ჩემი ნაცნობი მოხუცი შევიცანი. ეტყობა მანაც დამინახა. გამიღიმა და ნაპირისკენ წავიდა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ იქ ქალი იდგა, სწორედ იმ ხის ადგილას. კაცი მას მიუახლოვდა და რაღაც გაუწოდა. დაიჭექა და ელვამ გაანათა მარგალიტის ასხმა. გაოგნებული ვიდექი. უკვე აღარ ვებრძოდი მდინარეს, თავსაც ვერ ვიკავებდი და წავიქეცი. ელვისისწრაფით გადამიარეს ტალღებმა. მერე ვიგრძენი, როგორ გამათრია წყლიდან, ვიღაცის ძლიერმა ხელმა. ქალი და კაცი დამცქეროდნენ ღიმილით. ცნობიერება მებინდებოდა და კარგად ვერ ვარჩევდი მათ სახეებს. მხოლოდ ის დავინახე როგორ გამშორდნენ და ხელჩაკიდებულებმა გააგრძელეს გზა მდინარისკენ. მინდოდა მეყვირა- ნუ შეხვალთ! წაგიღებთ მდინარეთქო! მაგრამ დაღლილობისგან თუ შიშისა და მოულოდნელობისგან ვერაფრის თქმას ვახერხებდი. ვხედავდი აბობოქრებულ მდინარეს, მის შეუბრალებელ დინებას და მათში მიმავალ მოხუცს და ქალს. ხან სულ იფარებოდნენ წყლით და ხან თავები მოუჩანდათ. სხეული დავძაბე, წამოვიწიე და ერთხელ კიდევ დავინახე მოხუცი, მოგლეჯილ ხეს მოხვეოდა წყალს მინდობილი. ქალი არსად ჩანდა. ეს იყო ბოლო კადრი, რაც ჩემმა გონებამ აღიქვა და დავკარგე კიდეც. მხოლოდ დილის სინათლემ მომიყვანა გონს. თვალისმომჭრელად ანათებდა მზე. ცაც მოსარკულიყო და სადღაც გამქრალიყო წუხანდელი წარღვნის კვალი. ვიწექი მდინარის პირას, ბორცვზე და შევყურებდი ცას. აღარ იყო არც ხე, არც მოხუცი და არც ხე-ქალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. გასაგებია.:) გასაგებია.:)
9. აქ :))) პერიოდულად, როცა იდებოდა აქ :))) პერიოდულად, როცა იდებოდა
8. წაკითხული სად? წაკითხული სად?
7. მე წაკითხული მქონდა ეს :)))) მე წაკითხული მქონდა ეს :))))
6. მე მჯერა მგზავსი ლეგენდების ბევრი წამიკითხავს, ძალიან ემოციური იყო და კარგად მოთხრობილი, მკვლელობა , მისაკუთრებისთვის ძალიან მძიმეა, ბოლომდე არავის შერჩება, მძიმე იყო და საინტერესო! მე მჯერა მგზავსი ლეგენდების ბევრი წამიკითხავს, ძალიან ემოციური იყო და კარგად მოთხრობილი, მკვლელობა , მისაკუთრებისთვის ძალიან მძიმეა, ბოლომდე არავის შერჩება, მძიმე იყო და საინტერესო!
5. მშვენიერი ამბავია ჩამთრევი თხრობა და მუდმივი ინტერესი რა იქნება ბოლოს
ნახევრად მისტიკური ფინალიც მოუხდა თუმცა ალბათ უკეთესადაც შეიძლებოდა
მშვენიერი თხრობაა
5 მშვენიერი ამბავია ჩამთრევი თხრობა და მუდმივი ინტერესი რა იქნება ბოლოს
ნახევრად მისტიკური ფინალიც მოუხდა თუმცა ალბათ უკეთესადაც შეიძლებოდა
მშვენიერი თხრობაა
5
4. დიდი, დიდი მადლობა ჭაო ილუსტრაციისთვის. :) ძალიან მომეწონა, როგორ გავს ჩემს ხეს.:) :-* დიდი, დიდი მადლობა ჭაო ილუსტრაციისთვის. :) ძალიან მომეწონა, როგორ გავს ჩემს ხეს.:) :-*
3. მადლობა ჩემო კარგებო.:) მადლობა ჩემო კარგებო.:)
2. არ ეწერა, მაგრამ მაინც წამეკითხა ბოლოში- "ჭირი იქა, ლხინი-აქა".
სევდიანი რომანის ტრაგიკული და ლამაზი ფინალი.
არ ეწერა, მაგრამ მაინც წამეკითხა ბოლოში- "ჭირი იქა, ლხინი-აქა".
სევდიანი რომანის ტრაგიკული და ლამაზი ფინალი.
1. ლამაზი ისტორია იყო სიყვარულისა...:-* ზღაპარივით... ვისაც უნდა რომ დაიჯეროს, სჯერა კიდეც მსგავსი ლეგენდების...:) ლამაზი ისტორია იყო სიყვარულისა...:-* ზღაპარივით... ვისაც უნდა რომ დაიჯეროს, სჯერა კიდეც მსგავსი ლეგენდების...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|