შეშლილი შველი
ცისფერ ცისნამში ცისფერი ციყვი შეხტა, შეცეცდა შტო შროშანისა, ქარმაც ქირქილით, ქურდული ქროლვით გულღა, გვირილა გამოაღვიძა.
ტატნობს ტირიფი ტირის, ტორტმანებს, ნაზად ნავარდობს ნიავი ნელი, წამოღერღეტდა წალკოტში წნორი შეხტა, შეირხა შეშლილი შველი.
სულში სრიალებს სვირინგა სლიკვი, ხრამის ხახაში ხარხარებს ხევი, ჩუმად!.. ჩურჩულებს ჩიორა ჩიტი, მამულში მგელი მერცხალოს მღერის.
ბავშვი ბელივით ბურდღულებს, ბურთით დარბის და დახტის, დავი-დარაბით, ცხენი ცახცახებს, ციცარი ცეკვავს, არწივი აქლემს ართობს არაკით.
სიყვარულის თოვა
მინდა გაკოცო ბადაგ ბაგეზე, რომ ვიგრძნო ეშხი, თვალთა ფეთების, მე შენი სუნთქვა ჩემგან მეშორის და ჟრუანტელი, წამწამთ შეხების, ლურჯი პეპლების ხამხამის კრთომა, და თავბრუსხვევა, ვნების თარეშის, დღეს სიყვარულის ვიგრძენი თოვა და თავს ვაფარებ ტრფობის ფარეხში.
გაივლის დრო
გაივლის დრო და დადგება წუთები, ერთმანეთისთვის უცხონი ვიქნებით, ჩვენც შეგვმოსავენ ფერები მუქები, თმაშიც დაგვათოვს სიბერის ფიფქები.
შევხვდებით ერთმანეთს უცებ და თუ ვიცნობთ, ამ ნორჩი გულების ბებრული ზმანება, სულში ჩამოღვრის წარსულის სითბოს და ჩვენც ერთმანეთი შეგვებრალება.
დაგვენანება სიყვარული და მისი უბრალო ეს სიმფონია, შეგვებრალება ის ცრუ დღეები, უერთმანეთოდ რაც გვიცხოვრია,
მაგრამ, ერთმანეთს ვერაფერს ვეტყვით, რადგან სათქმელი აღარ გვექნება, და იმ ჭაღარა სიყვარულიდან, ორი ობოლი ცრემლი შეგვრჩება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გმადლობ რომ წაიკითხე, ქულა არაა მთავარი, კომენტარი მირჩევნია, მაგრამ ამაზეც გმადლობ გმადლობ რომ წაიკითხე, ქულა არაა მთავარი, კომენტარი მირჩევნია, მაგრამ ამაზეც გმადლობ
11. დღეს სიყვარულის ვიგრძენი თოვა და თავს ვაფარებ ტრფობის ფარეხში.
++ ოპსს.... ეს ძალიან მაგარია. დღეს სიყვარულის ვიგრძენი თოვა და თავს ვაფარებ ტრფობის ფარეხში.
++ ოპსს.... ეს ძალიან მაგარია.
10. :D გმადლობ ჯონათან :D გმადლობ ჯონათან
9. ისღა დამრჩენია, ამ ავტორის კრიტიკა-პუბლიცისტიკას დაველოდო :)
ის ალიტერაციები არ იყო ურიგო, ჩემი აზრით- ჟღერადობა აქვს კარგი.
ისღა დამრჩენია, ამ ავტორის კრიტიკა-პუბლიცისტიკას დაველოდო :)
ის ალიტერაციები არ იყო ურიგო, ჩემი აზრით- ჟღერადობა აქვს კარგი.
8. ეეეჰ ეს რომ დავწერე ნინა, მაშინ სიუჟეტი არც ვიცოდი რას ნიშნავდა... :D
ხათუნა მთელი საქართველო "გარაჟებში" ანუ ფარეხებსა და ორღობეებში ზასაობასა თუ ტრფობაზეა გადასული და შენ შედარებაც კი გეხამუშა?--- არადა გეთანხმები :D ეეეჰ ეს რომ დავწერე ნინა, მაშინ სიუჟეტი არც ვიცოდი რას ნიშნავდა... :D
ხათუნა მთელი საქართველო "გარაჟებში" ანუ ფარეხებსა და ორღობეებში ზასაობასა თუ ტრფობაზეა გადასული და შენ შედარებაც კი გეხამუშა?--- არადა გეთანხმები :D
7. ,,ტრფობის ფარეხში''<<< რა საშინელი შედარებაა! ,,ტრფობის ფარეხში``<<< რა საშინელი შედარებაა!
6. მივხვდი და იმიტომაც დავწერე გიშრომია თქო, მაგრამ უკეთესი იქნებოდა სიუჟეტურადაც რომ შეკრულიყო, ამიტომ მომაგონა სურათების აღწერა, რომ ვერ შეიკრა ერთიანობაში. :) მივხვდი და იმიტომაც დავწერე გიშრომია თქო, მაგრამ უკეთესი იქნებოდა სიუჟეტურადაც რომ შეკრულიყო, ამიტომ მომაგონა სურათების აღწერა, რომ ვერ შეიკრა ერთიანობაში. :)
5. გმადლობ ჯანო გმადლობ ჯანო
4. დაგვენანება სიყვარული და მისი უბრალო ეს სიმფონია, შეგვებრალება ის ცრუ დღეები, უერთმანეთოდ რაც გვიცხოვრია,
მაგრამ, ერთმანეთს ვერაფერს ვეტყვით, რადგან სათქმელი აღარ გვექნება, და იმ ჭაღარა სიყვარულიდან, ორი ობოლი ცრემლი შეგვრჩება.
.... ++ დაგვენანება სიყვარული და მისი უბრალო ეს სიმფონია, შეგვებრალება ის ცრუ დღეები, უერთმანეთოდ რაც გვიცხოვრია,
მაგრამ, ერთმანეთს ვერაფერს ვეტყვით, რადგან სათქმელი აღარ გვექნება, და იმ ჭაღარა სიყვარულიდან, ორი ობოლი ცრემლი შეგვრჩება.
.... ++
3. ნინა ბუდულა გმადლობთ.
როგორც მივხვდი ვერ შეამჩნიეთ პირველი ლექსის ტავისებურება, მაქ ყველა ხზზე სიტყვები ერთიდაიგივე ასოთი იწყება.
ეს ბოლო ლექსებია რაც აქ გამოვაქვეყნე. და მოვრჩი, აზრი არააქვს მაინც.
აწი კრიტიკა პუბლიცისტიკით დავკავდები ნინა ბუდულა გმადლობთ.
როგორც მივხვდი ვერ შეამჩნიეთ პირველი ლექსის ტავისებურება, მაქ ყველა ხზზე სიტყვები ერთიდაიგივე ასოთი იწყება.
ეს ბოლო ლექსებია რაც აქ გამოვაქვეყნე. და მოვრჩი, აზრი არააქვს მაინც.
აწი კრიტიკა პუბლიცისტიკით დავკავდები
2. 1-მა ბავშვობა გამახსენა, სურათის აღწერა რომ გვქონდა დავალებად. გიშრომიათ. :)
მეორე კარგია! ++ 1-მა ბავშვობა გამახსენა, სურათის აღწერა რომ გვქონდა დავალებად. გიშრომიათ. :)
მეორე კარგია! ++
1. სიყვარულის თოვა
მინდა გაკოცო ბადაგ ბაგეზე, რომ ვიგრძნო ეშხი, თვალთა ფეთების, მე შენი სუნთქვა ჩემგან მეშორის და ჟრუანტელი, წამწამთ შეხების, ლურჯი პეპლების ხამხამის კრთომა, და თავბრუსხვევა, ვნების თარეშის, დღეს სიყვარულის ვიგრძენი თოვა და თავს ვაფარებ ტრფობის ფარეხში. სიყვარულის თოვა
მინდა გაკოცო ბადაგ ბაგეზე, რომ ვიგრძნო ეშხი, თვალთა ფეთების, მე შენი სუნთქვა ჩემგან მეშორის და ჟრუანტელი, წამწამთ შეხების, ლურჯი პეპლების ხამხამის კრთომა, და თავბრუსხვევა, ვნების თარეშის, დღეს სიყვარულის ვიგრძენი თოვა და თავს ვაფარებ ტრფობის ფარეხში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|