ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიის ქარონი
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2014


ნიღბები

აღარ ვემალები ჩრდილებს,
აღარ ვემალები სათქმელს.
თუ ვწერ, -აღარ ვხმარობ მძიმეს,
სიტყვაც აღარავის მმართებს.

შენ კი, -ვერ გისწორებ თვალებს,
სახეს ვეღარ ვაჩვევ ნიღაბს.
მინდა შენ უნიღბო მყავდე,
ჩემიც მოვითლიშო მინდა.

ცრემლებს, ტკივილიან ცრემლებს,
მალავს სამი ყათი გრიმი.
ჩემი შეყვარება შეძელ,
აღარ მოერიდე ტკივილს.

შვიდივე მილიარდ ნიღაბს
მხოლოდ სამ ნაწილად დავყოფ:
კეთილს, ბოროტის და შენი, -
ანუ შენ ხომ ნიღაბს არ ფლობ.

რაღას დავემალო ახლა,
ვისი მეშინოდეს აწი,
ნიღბებს მოფარებულ ფარას
შენ წინ მოუძღვები, -პაწი...

ნეტა შემეძლოს და დაგხვდე,
შენებრ გამზევებულ სახით,
მაგრამ მეც ნიღაბის ვარ ტყვე,
შენ როგორღა მიცნობ აწი.

12.05.2014  (ეს წუთია)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები