ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
საძაგელი დილაა. იმდენი მიტრიალა წყეულმა ბუზმა, სანამ საბოლოოდ არ დამიფრთხო ძილი. ისე, ჩემი დაკვირვებით, ყოველწლიურად იზრდება ბუზების რაოდენობა. ბოზებისაც. სანამ არ მოვკალი, არ მომეშვა. მერე იპოლიტე ხვიჩიას(იყო ასეთი მსახიობი) კინოგმირივით, სული შევუბერე, გამოვაცოცხლე და კიდევ მოვკალი. ძილი ცივი წყლით ჩამოვირეცხე თვალებიდან. სარკეში ჩავიხედე და კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდი საკუთარი ჰაბიტუსით. ჩაგიწყდეს ხმა! - მივაძახე მეზობლის გადაღრძუებულ ძაღლს - ვინ იცის, უკვე მერამდენედ ჩაახველა დილიდან. არა, როგორმე სასწრაფოდ უნდა გადავეჩვიო ამ იტალიურ ეზოში ცხოვრებას, თორემ ხან ბუზი მჭამს, ხან ძაღლი, ხან ხაზეიკა და ხან მისი N3 ზომის ძუძუებიანი რძლის თვალები... ცხოვრებაში ის ხანა მიდგას, როცა ინსტიტუტში სწავლას შუა გზაში მიატოვებენ ხოლმე და არც სამსახურში არიან გამწესებული... არავინ იცის რითი ვირჩენ თავს, მათ შორის არც მე. როცა ჩემი სასწავლებლის რექტორმა თავისი კაბინეტიდან, თავისივე ბოზანდარა მდივნის თვალწინ მძლავრად ამომკრა ჭიტლაყი და მერე ქუჩაში გამოსულმა მთლად კარგად გავაცნობიერე, რომ ინსტიტუტიდან საბოლოოდ გამოჭიტლაყებული ვიყავი, წამსვე მთელი სიცხადით ვიგრძენი, მარად გარდატეხის ასაკში მყოფ ჩვენს ეპოქას კიდევ ერთი მუწუკი ამოებერა სახეზე ჩემი სახით. ჩემი დიასახლისი(ხაზეიკა ანუ) ისევე ღრმად ჰყოფს ცხვირს ჩემს ცხოვრებაში, როგორც ექთანი ოყნას სწორნაწლავში. - დილა მშვიდობის, ქალბატონო ჭუჭუ! - ასე იწყება ჩვენი ყოველი დილა. - გაგიმარჯოს! - მომიგდებს ხოლმე ხმელი პურის ყუასავით. - როგორ გიკითხოთ? - ახლა მე გადავაწოდებ ხოლმე შემწვარი გოჭის ნაჭერივით ნუგბარ მოკითხვას. - რა ვიცი, როგორ ვიქნები ,,ამათ” ხელში?! - თავის მხრივ კეჟერა მხალს ჩამოდგამს ჭუჭულა ურთიერთობის ამ ღირსახსოვარ პურმარილზე - სად დადიხარ ყოველ ღამე, ასე გვიანობამდე, ბიჭო? - ვმუშაობ, ჭუჭუ დეიდა, ვმუშაობ! - ტყუილ სუპს ვაპარებ სუფრას. - კი, ვიცი, რა მშრომელიც ხარ შენ. რა ქენი, დახურე კურსი? - ქოთნის წიწაკაც უყვარს ოჯახქორს. - ცოტა დამრჩა და მოვითქვამ სულს! - წიწაკისგან გამოთუთქული პირით მივუგებ მე. - ჰო, მიდი, მაგაში მაინც ივარგე შე კაცო! - წყალწყალა ღვინოს ჩამომისხამს ჭუჭულა - რა ქენი, არ მიგიღია სოფლიდან ,,შევსება”? - არა, ჭუჭუ დეიდა, ავტობუსები აღარ მოძრაობენ, თოვლია ჩვენთან ახლა. - ჩემი ხელით გადავუღებ თეფშზე ტყუილ სუპს. - ვატული როგორ გყავს, ვატული? - თაფლსაც გამოვაძვრენდი განჯინიდან ბოლოს. (ვატული ქ-ნ ჭუჭულას მხოლოდშობილი ძეა. უბანში განთქმულია იმით, რომ კამა-სუტრას ექსვნახევარ ათეულ პოზაში აიმასქნებს თავის ცოლს, თურმე. ოღონდ ვინ შენიშნა და გაავრცელა ეს ამბავი, ამის შესახებ ვერაფერს მოგახსენებთ). - ეჰ, რა ვიცი, რა ვიცი, მაგანაც შენი არ იყოს ვერაფერში გამოიჩინა ფხა - ამოთაფლავს ჭუჭულა - ამ მაკუნასაც ჰპირდებიან რაღაც ადგილს, სკოლაში, ოღონდ ჯერ არაფერი მჯერავს მე. (მაკუნა ჭუჭულას რძალია, ანუ ვატულის ცოლი. უბანში ცნობილია იმით, თოკზე ყოველდღე თითო წითელი ლიფი აქვს გაფენილი, ზომა N3. და კიდევ იმით, რომ დაჭრილი ირმის თვალებით შესცქერის ამვლელ-ჩამვლელ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს). - რა არის დაუჯერებელი, რაში გეპარება მაინც ეჭვი? - შევიცხადებ მე და თან ცალ თვალს ვაპარებ მაკუნას ბარაქიანი ჯიქნებისკენ. - რა ვიცი, სამი თვეა ყოველდღე დადის რაღაც კონ... კოლ... კოლსუნტაციებზე და რითი ვერ გავიდა ბოლოში, თუ არ აფერისტობენ რაღაცას, გეკითხები მე შენ? - ყველაფერი კარგად იქნება - ვამშვიდებ მე - მაგისთანა კადრის მიღებაზე რომელი ადამიანი(მამრ.) იტყვის უარს? - მეორე თვალითაც წავჩმეტ ძუძუზე მაკუნას... ამასობაში დგება წამი, როცა მე შემიძლია დავხედო საათს და უბოდიშოდ გავიდე ეზოდან. დღესაც, როგორც იქნა ჩავამთავრე ჩვენი ეს ,,სავალდებულო ყოველდღიური პურმარილი” და განთვისუფლებული პატიმრის შეგრძნებით გავიჭერი ქუჩაში. ყვითელი ავტობუსით მგზავრობისას მთლად გამიფუჭდა გუნება. ვიღაც ორმოცდაათიოდე წლის ქალი თავის ასაკს ამადლიდა და ენერგიულად ლანძღავდა თხუთმეტიოდე წლის შემკრთალ ახალგაზრდას, რომელმაც თავისით ვერ მოისაზრა, მისთვის ადგილის დათმობა. ახალგაზრდის ლანძღვას, ბუნებრივია, მთავრობის ლანძღვა მოაყოლა, რადგან იგივე მთავრობა, იგივე ახალგაზრდას, თურმე ნუ იტყვით და სახელმძღვანელოებში ასწავლიდა უმცროსისაგან უფროსისთვის ადგილის არდათმობის აუცილებლობას. მთელი ამ ამბის ტრაკი-კომიზმი კი იმაში მგდომარეობდა, რომ იმავე ორმოცდაათიოდე წლის ქალბატონმა, სულ რაღაც თვეების წინ, იმავე თხუთმეტიოდე წლის ახალგაზრდის მომავალი, იმავე ნამუსგაქათქათებულ მთავრობას თავისივე ხელით მიჰყიდა, რამოდენიმე ათეული ლარის სანაცვლოდ... რუსთაველზე კარგა ხნის უმიზნო ხეტიალის შემდგომ, ჩემს ცხოვრებას მოულოდნელად შესძინა აზრი მობილური ტელეფონის ზარმა.
(განვაგრძობ)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. მომწონს შენი შესრულების ტექნიკა, მსუბუქი ირონია, მახვილგონივრული ფრაზები და ლამაზი გადასვლები. ამ ნაწერში მეტაფორებმა დამღალა, დიალოგის კერძებად ქცევა იდეაში მეყოფოდა ერთჯერადადაც, არადა ძალიან გაჭიანურდა.
ტექსტი ძალიან მარტივად იკითხება და თავისუფლების განცდას განიჭებს არ იძაბები ძალით გართულებული ფრაზებისა და იდეის მოლოდინში, აშკარად ზრუნავ მკითხველზე ან ბუნებრივად გაქვს ეს ნიჭი.
საერთო ჯამში მომწონს და ვინაიდან სხვა ნაწერებიდანაც გამოვდივარ ვწერ 5+ ქულას.
მომწონს შენი შესრულების ტექნიკა, მსუბუქი ირონია, მახვილგონივრული ფრაზები და ლამაზი გადასვლები. ამ ნაწერში მეტაფორებმა დამღალა, დიალოგის კერძებად ქცევა იდეაში მეყოფოდა ერთჯერადადაც, არადა ძალიან გაჭიანურდა.
ტექსტი ძალიან მარტივად იკითხება და თავისუფლების განცდას განიჭებს არ იძაბები ძალით გართულებული ფრაზებისა და იდეის მოლოდინში, აშკარად ზრუნავ მკითხველზე ან ბუნებრივად გაქვს ეს ნიჭი.
საერთო ჯამში მომწონს და ვინაიდან სხვა ნაწერებიდანაც გამოვდივარ ვწერ 5+ ქულას.
27. "ურთიერთობის ღირსახსოვარი პურმარილის" გამო, მგონი ეს ნაწილი ყველაზე მეტად მომეწონა და კომენტარის დატოვებაც აქ გადავწყვიტე.
კარგად გამოგდით წერა! წარმატებები! "ურთიერთობის ღირსახსოვარი პურმარილის" გამო, მგონი ეს ნაწილი ყველაზე მეტად მომეწონა და კომენტარის დატოვებაც აქ გადავწყვიტე.
კარგად გამოგდით წერა! წარმატებები!
26. არ ვიცი ასეთ დროს რა უნდა ვთქვა, ქალბატონო თანანა!..)))
ყველაზე სასიამოვნო კომენტარის ავტორი თქვენ ბრძანდებით ჩემი ურაკპარაკელობის ისტორიაში. თანაც მეორედ:)))
თქვენი გურულობაც მეამაყება მეტისმეტად! არ ვიცი ასეთ დროს რა უნდა ვთქვა, ქალბატონო თანანა!..)))
ყველაზე სასიამოვნო კომენტარის ავტორი თქვენ ბრძანდებით ჩემი ურაკპარაკელობის ისტორიაში. თანაც მეორედ:)))
თქვენი გურულობაც მეამაყება მეტისმეტად!
25. პილიგრიმო, რა იშვიათია, ამ საიტზე კრიტიკის მიმართ ასეთი საღი აზრი ... ა, კაცი, მომწონებელსაც და დამწუნებელსაც ერთნაირად უხდის მადლობას... შენიშვნაზე არც ტანსაცმლიდან ხტება და არც "გვერდზე გაყვანას" უპირებს ვინმეს... პილიგრიმმა, როგორც ჩანს, უკვე იცის, რომ ბევრი რამ ჯერ არ იცის, ეს თვისება კი მისი შემოქმედებითი ზრდის წინაპირობაა!!! პილიგრიმო, რა იშვიათია, ამ საიტზე კრიტიკის მიმართ ასეთი საღი აზრი ... ა, კაცი, მომწონებელსაც და დამწუნებელსაც ერთნაირად უხდის მადლობას... შენიშვნაზე არც ტანსაცმლიდან ხტება და არც "გვერდზე გაყვანას" უპირებს ვინმეს... პილიგრიმმა, როგორც ჩანს, უკვე იცის, რომ ბევრი რამ ჯერ არ იცის, ეს თვისება კი მისი შემოქმედებითი ზრდის წინაპირობაა!!!
24. მადლობის მეტი რა მეთქმის მეგობრებო, მიხარია რომ იცლით ჩემთვისაც:)))
ისიც მახარებს რომ არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა ჩემს ნაწერს...
ყოველი უარყოფითი კომენტარი დადებითად მოქმედებს ჩემზე და სურვილს მიჩენს უკეთესად ვწერო და ყოველი დადებითი გამოხმაურება სტიმულს მაძლევს რომ საერთოდ ვწერო...
ასე რომ ორივე განწყობის კომენტატორებს უღრმეს მადლობას მოგახსენებთ! მადლობის მეტი რა მეთქმის მეგობრებო, მიხარია რომ იცლით ჩემთვისაც:)))
ისიც მახარებს რომ არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა ჩემს ნაწერს...
ყოველი უარყოფითი კომენტარი დადებითად მოქმედებს ჩემზე და სურვილს მიჩენს უკეთესად ვწერო და ყოველი დადებითი გამოხმაურება სტიმულს მაძლევს რომ საერთოდ ვწერო...
ასე რომ ორივე განწყობის კომენტატორებს უღრმეს მადლობას მოგახსენებთ!
23. ვნახოთ, მთლიანობაში როგორი იქნება... ვნახოთ, მთლიანობაში როგორი იქნება...
22. მე მომეწონა მაღტალი გიტხრათ ამ ამბის დასწწყისი , და ვერანაირი "აზაბოჩენობა" ვერ შევამცნიე ვერც ავტორს და ვერც გმირს, ლაპაარკობს ისე როგორც უნდა ილაპაარკოს მის მდგომარეობაში მყოფმა კაცმა და "დიალოგ" დაპურებაც კარგი იყო, იუმორიც ზომიერი იყო და მოკლედ დასწყისი კარგი იყო (გადასარევობაზე არცქონია პრეტენზია თავიდანვე და მერე იმედია გაუჩნდება)დაველოდები მეც სხვებივიტ გაგგღზელებას. მე მომეწონა მაღტალი გიტხრათ ამ ამბის დასწწყისი , და ვერანაირი "აზაბოჩენობა" ვერ შევამცნიე ვერც ავტორს და ვერც გმირს, ლაპაარკობს ისე როგორც უნდა ილაპაარკოს მის მდგომარეობაში მყოფმა კაცმა და "დიალოგ" დაპურებაც კარგი იყო, იუმორიც ზომიერი იყო და მოკლედ დასწყისი კარგი იყო (გადასარევობაზე არცქონია პრეტენზია თავიდანვე და მერე იმედია გაუჩნდება)დაველოდები მეც სხვებივიტ გაგგღზელებას.
21. უხამსობები გიოს წინა ნაწარმოებებში იყო თუ იყო. :)) ცუდია რომ წაშალა, მიზეზი მგონი კი მითხრა, ბოლოს რომ ვნახე, მაგრამ აღარ მახსოვს. :) დაველოდოთ ჯერ, იქნება და რას წერს ეს კაცი. :) უხამსობები გიოს წინა ნაწარმოებებში იყო თუ იყო. :)) ცუდია რომ წაშალა, მიზეზი მგონი კი მითხრა, ბოლოს რომ ვნახე, მაგრამ აღარ მახსოვს. :) დაველოდოთ ჯერ, იქნება და რას წერს ეს კაცი. :)
20. რატო არ ჩანს ისე? ))) გააჩნია რა მანძილიდან უყურებ და მხედველობასაც გააჩნია ალბათ :)))) მე ვიხალისე ამ ნაწერით..)) რატო არ ჩანს ისე? ))) გააჩნია რა მანძილიდან უყურებ და მხედველობასაც გააჩნია ალბათ :)))) მე ვიხალისე ამ ნაწერით..))
19. იტალიურ ეზოში საიდან გაიჩითა კეჟღერა ფხალი?! მერე
ზომა N3 არ ჩანს 4,ან 5 მაინც უნდა იყოს!
ჭუჭუზე- ერთი ანეკდოტი გამახსენდა, ექიმთან მიღებაზე სომეხმა ქალმა 5 წლის ბიჭი მიიყვანა. - რა აწუხებს ბავშვს მოყევით ქალბატონო, ,შეეკითხა ექიმი, -ჭუჭუ გტკივა ექიმო, უთხრა ქალმა -მე არაფერი არ მტკივა, ბავშვს რა ტკივა ისა თქვი გაბრაზდა ექიმი.(ეს ხუმრობით)
რაც შეეხება ნაწარმოებს , სრულიად გავიმეორებდი ნეფერტარის კომენტარს. ვერაფერს დავამატებ.
იტალიურ ეზოში საიდან გაიჩითა კეჟღერა ფხალი?! მერე
ზომა N3 არ ჩანს 4,ან 5 მაინც უნდა იყოს!
ჭუჭუზე- ერთი ანეკდოტი გამახსენდა, ექიმთან მიღებაზე სომეხმა ქალმა 5 წლის ბიჭი მიიყვანა. - რა აწუხებს ბავშვს მოყევით ქალბატონო, ,შეეკითხა ექიმი, -ჭუჭუ გტკივა ექიმო, უთხრა ქალმა -მე არაფერი არ მტკივა, ბავშვს რა ტკივა ისა თქვი გაბრაზდა ექიმი.(ეს ხუმრობით)
რაც შეეხება ნაწარმოებს , სრულიად გავიმეორებდი ნეფერტარის კომენტარს. ვერაფერს დავამატებ.
18. ველოდები :) ველოდები :)
17. უშაქრო ჩაი გერჩიოს - შაქრიან ღვინოსაო.
კახური ნათქვამია გურულო და მართალი ნათქვამია.
მიხარია რომ დამეთანხმე! კიდევ უფრო მიხარია, რომ ანკესს არ წამოეგე!!!! შენი გულწრფელობა მოსაწონია. პირდაპირობაც! ასეთ "რამეზე" - შენ, - არ უნდა მოცდე. რომ იხალისო და წაიმაიმუნო, გავიგებ, მაგრამ ოღონდაც "გაგრძელებების" გარეშე. შენთვის ვამბობ მე, თორემ ფურცელი ყველაფერს აიტანს ზედ რასაც დააწერ.
მხოლოდ კეთილი სურვილებით და მხოლოდ პატივისცემით,
უშაქრო ჩაი გერჩიოს - შაქრიან ღვინოსაო.
კახური ნათქვამია გურულო და მართალი ნათქვამია.
მიხარია რომ დამეთანხმე! კიდევ უფრო მიხარია, რომ ანკესს არ წამოეგე!!!! შენი გულწრფელობა მოსაწონია. პირდაპირობაც! ასეთ "რამეზე" - შენ, - არ უნდა მოცდე. რომ იხალისო და წაიმაიმუნო, გავიგებ, მაგრამ ოღონდაც "გაგრძელებების" გარეშე. შენთვის ვამბობ მე, თორემ ფურცელი ყველაფერს აიტანს ზედ რასაც დააწერ.
მხოლოდ კეთილი სურვილებით და მხოლოდ პატივისცემით,
16. თუ ხარ კაპიტანი და გემი დაზიანებულია, პირველივე ხმელეთის ნაგლეჯთან შეაჩერებ ხომალდს, მიუხედავად იმისა, როგორ ულაზათოდაც უნდა გამოიყურებოდეს გარემო იქ, რათა საბოლოოდ არ ჩაიძირო შეკეთებამდე... ასე მგონია მე, ნეფერტარ!
ისე კი დიდი წარმოდგენა არც ჩემს ძველ ნაწერებზე მაქვს ერთი გამონაკლისის გარდა და არც ამ ნაწარმოების ხიბლით ვარ გაბრუებული...
გულწრფელობისთვის კი მადლობის მეტი აბა რა მეთქმის! თუ ხარ კაპიტანი და გემი დაზიანებულია, პირველივე ხმელეთის ნაგლეჯთან შეაჩერებ ხომალდს, მიუხედავად იმისა, როგორ ულაზათოდაც უნდა გამოიყურებოდეს გარემო იქ, რათა საბოლოოდ არ ჩაიძირო შეკეთებამდე... ასე მგონია მე, ნეფერტარ!
ისე კი დიდი წარმოდგენა არც ჩემს ძველ ნაწერებზე მაქვს ერთი გამონაკლისის გარდა და არც ამ ნაწარმოების ხიბლით ვარ გაბრუებული...
გულწრფელობისთვის კი მადლობის მეტი აბა რა მეთქმის!
15. უზომო მოწონება არმენ? კარგი რა, შენ გგონია პილიგრიმს მოწონს ეს ნაწერი? დაღუპული მგონია მისი, როგორც მწერლის საქმე თუ მართლა ასე გონია. არანაირი დაკვეთა ! უბრალოდ არ მგონია რომ ჯანსაღი იუმორის მისაღწევად ძუძუების ზომაზე ფანტაზია N3 უნდა გასცდეს და კამა სუტრას 60 პოზაზე დასურულებლად ილაპარაკოს. ეგ იმას ნიშნავს რომ ს ხ ვ ა ზ ე ვ ე რ ა ფ ე რ ზ ე ვ ე ღ ა რ ლ ა პ ა რ ა კ ო ბ ს და ე ს მ ა წ უ ხ ე ბ ს. საქმე იმაშია რომ აკადემიური იყო აქამდე პილიგრიმის ნაწერები, ახლა კი ლუდით გაჭყეპილ კაცებიან გარაჟის ბირჟას მაგონებს კაცობას სიბილწეებით რომ ამტკიცებენ... ილაპარაკოს რა, უარესი სკაბრეზები მინახავს აქ, უბრალოდ ამ ავტორისგან არ ველოდი, იმიტომ რომ გადასარევი რესურსი აქვს და იაფფასიან გზას აურჩევია, ნეტავ თვითონ იცის რატომ? ახლა ამის წაკითხვა ისევე არ მესიამოვნა , როგორც შენგან არ მესიამოვნებოდა ასეთივე ნაწერი, ან პირადად შენ, - ჩემგან ასეთივე. რატომ გიჭირთ ასე სიმართლის თქმა, ნუთუ იმაზე უარესი სიბილწეა - რაც ამ მოთხრობაში წერია?
უზომო მოწონება არმენ? კარგი რა, შენ გგონია პილიგრიმს მოწონს ეს ნაწერი? დაღუპული მგონია მისი, როგორც მწერლის საქმე თუ მართლა ასე გონია. არანაირი დაკვეთა ! უბრალოდ არ მგონია რომ ჯანსაღი იუმორის მისაღწევად ძუძუების ზომაზე ფანტაზია N3 უნდა გასცდეს და კამა სუტრას 60 პოზაზე დასურულებლად ილაპარაკოს. ეგ იმას ნიშნავს რომ ს ხ ვ ა ზ ე ვ ე რ ა ფ ე რ ზ ე ვ ე ღ ა რ ლ ა პ ა რ ა კ ო ბ ს და ე ს მ ა წ უ ხ ე ბ ს. საქმე იმაშია რომ აკადემიური იყო აქამდე პილიგრიმის ნაწერები, ახლა კი ლუდით გაჭყეპილ კაცებიან გარაჟის ბირჟას მაგონებს კაცობას სიბილწეებით რომ ამტკიცებენ... ილაპარაკოს რა, უარესი სკაბრეზები მინახავს აქ, უბრალოდ ამ ავტორისგან არ ველოდი, იმიტომ რომ გადასარევი რესურსი აქვს და იაფფასიან გზას აურჩევია, ნეტავ თვითონ იცის რატომ? ახლა ამის წაკითხვა ისევე არ მესიამოვნა , როგორც შენგან არ მესიამოვნებოდა ასეთივე ნაწერი, ან პირადად შენ, - ჩემგან ასეთივე. რატომ გიჭირთ ასე სიმართლის თქმა, ნუთუ იმაზე უარესი სიბილწეა - რაც ამ მოთხრობაში წერია?
14. ველოდები გაგრძელებას. ) ველოდები გაგრძელებას. )
13. ახლა იმისთვის შემოვირბინე აქ, რომ უმაღლესი შეფასება დამეწერა და ჩემი უზომო მოწონება დამეფიქსირებინა. მერე კომენტარები რომ წავიკითხე, ძალიან მომინდა, ნაწერი დამეცვა, მაგრამ მივხვდი, რომ დასაცავი არაფერი სჭირს :) ამ ეტაპზე სუფთა, ქათქათა ნაწერია, შენიშვნები არ მაქვს საერთოდ. მომწონს ავანტიურა ლიტერატურაში, მით უმეტეს, როცა სხარტი იუმორითა და მოქნილი ფრაზებითაა დაწერილი. ავტორს კი ვთხოვდი, ამ კონკრეტულ ტექსტზე შენიშვნებს ნუ დაელოდება (თუ დაელოდება კიდეც, ნუ გაითვალისწინებს), თუ რა თქმა უნდა რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ დაიწერება კომენტარებში. გააგრძელოს იგივე განწყობითა და შემართებით, როგორც ამ მოთხრობის წერა დაიწყო. ხშირად ყოფილა, რომ მკითხველის ,,დაკვეთას" კარგად დაწყებული მოთხრობა გაუფუჭებია, ამიტომ პირდაპირ, შეუსვენებლად სვლაა საჭირო და მკითხველის შემოთავაზებული სკამი ხშირად გაგანია მზის გულზეა და დასიცხავს კაცს. მოდით, ნუ ვეცდებით ხასიათი წავუხდინოთ ავტორს ხმამაღალი და დიდი ალბათობით მცდარი შეფასებებით და დაველოდოთ გაგრძელებას.
ახლა იმისთვის შემოვირბინე აქ, რომ უმაღლესი შეფასება დამეწერა და ჩემი უზომო მოწონება დამეფიქსირებინა. მერე კომენტარები რომ წავიკითხე, ძალიან მომინდა, ნაწერი დამეცვა, მაგრამ მივხვდი, რომ დასაცავი არაფერი სჭირს :) ამ ეტაპზე სუფთა, ქათქათა ნაწერია, შენიშვნები არ მაქვს საერთოდ. მომწონს ავანტიურა ლიტერატურაში, მით უმეტეს, როცა სხარტი იუმორითა და მოქნილი ფრაზებითაა დაწერილი. ავტორს კი ვთხოვდი, ამ კონკრეტულ ტექსტზე შენიშვნებს ნუ დაელოდება (თუ დაელოდება კიდეც, ნუ გაითვალისწინებს), თუ რა თქმა უნდა რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ დაიწერება კომენტარებში. გააგრძელოს იგივე განწყობითა და შემართებით, როგორც ამ მოთხრობის წერა დაიწყო. ხშირად ყოფილა, რომ მკითხველის ,,დაკვეთას" კარგად დაწყებული მოთხრობა გაუფუჭებია, ამიტომ პირდაპირ, შეუსვენებლად სვლაა საჭირო და მკითხველის შემოთავაზებული სკამი ხშირად გაგანია მზის გულზეა და დასიცხავს კაცს. მოდით, ნუ ვეცდებით ხასიათი წავუხდინოთ ავტორს ხმამაღალი და დიდი ალბათობით მცდარი შეფასებებით და დაველოდოთ გაგრძელებას.
12. განაგრძეთ =) განაგრძეთ =)
11. 13 მაისს აბა რას ელოდი, დილაც საზიზღარი იყო და დღეც, კინაღამ ჩამოიქცა ზეცა... მოვაღწიე როგორც იქნა სახლამდე და უამრავი სამუშაოც წამოვიყოლე. დავინახე ეს მოთხრობა და გავიხარე, გავხალისდები ცოტას და მივუბრუნდები მეთქი ჩეჯმ საქმეს... შენც არ მომიკვდე...რა დამხვდა?
" საძაგელი დილაა. იმდენი მიტრიალა წყეულმა ბუზმა, სანამ საბოლოოდ არ დამიფრთხო ძილი. ისე, ჩემი დაკვირვებით, ყოველწლიურად იზრდება ბუზების რაოდენობა. ბოზებისაც."
ვერ ვიტან სიბილწეებს მამაკაცის პირიდან "აზაბოჩენის" შტრიხით. უფრო ცუდი ისაა რომ იგივე ტონით გრძელდება ბოლომდე. დუმბაძის გმირებზე დღესაც სიცილით ვიგუდები, მაგრამ ერთი სიბილწე არ დასცდენია იმ ცხონებულს გურულო. კარგი რა... კარგი რა...
წითელი ხელი დაადე, კიდევაც ეკუთვნის ამ ნაწერს და მკითხველს შეგძენს, რადგან შენს წინა ნაწერებთან ეს მოსატანიც არაა. იმათში ლიტერატურაც იყო, იმუორიც და ცხოვრებისეული ფილოსოფიაც. ნუთუ ესაა "გურული ვეფხისტყაოსნის" ავტორის ნაწერი? და საერთოდ - პირველ კომენტარს ვეთანხმები.
P.S. შეფასებაზე არც მიფიქრია და მაინც მოგიკითხე. ლიტერატორო, დაუბრუნდი ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა ს ! პატივისცემით, 13 მაისს აბა რას ელოდი, დილაც საზიზღარი იყო და დღეც, კინაღამ ჩამოიქცა ზეცა... მოვაღწიე როგორც იქნა სახლამდე და უამრავი სამუშაოც წამოვიყოლე. დავინახე ეს მოთხრობა და გავიხარე, გავხალისდები ცოტას და მივუბრუნდები მეთქი ჩეჯმ საქმეს... შენც არ მომიკვდე...რა დამხვდა?
" საძაგელი დილაა. იმდენი მიტრიალა წყეულმა ბუზმა, სანამ საბოლოოდ არ დამიფრთხო ძილი. ისე, ჩემი დაკვირვებით, ყოველწლიურად იზრდება ბუზების რაოდენობა. ბოზებისაც."
ვერ ვიტან სიბილწეებს მამაკაცის პირიდან "აზაბოჩენის" შტრიხით. უფრო ცუდი ისაა რომ იგივე ტონით გრძელდება ბოლომდე. დუმბაძის გმირებზე დღესაც სიცილით ვიგუდები, მაგრამ ერთი სიბილწე არ დასცდენია იმ ცხონებულს გურულო. კარგი რა... კარგი რა...
წითელი ხელი დაადე, კიდევაც ეკუთვნის ამ ნაწერს და მკითხველს შეგძენს, რადგან შენს წინა ნაწერებთან ეს მოსატანიც არაა. იმათში ლიტერატურაც იყო, იმუორიც და ცხოვრებისეული ფილოსოფიაც. ნუთუ ესაა "გურული ვეფხისტყაოსნის" ავტორის ნაწერი? და საერთოდ - პირველ კომენტარს ვეთანხმები.
P.S. შეფასებაზე არც მიფიქრია და მაინც მოგიკითხე. ლიტერატორო, დაუბრუნდი ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა ს ! პატივისცემით,
10. აგაშენებს ღმერთი მელნისფერო!:)))
საინტერესოა რატომ აღგაშფოთა ,,გადაღრძუებულმა?:))
დანარჩენებში გეთანხმები და ახლავე შევასწორებ!
მეც მოგიკითხე! აგაშენებს ღმერთი მელნისფერო!:)))
საინტერესოა რატომ აღგაშფოთა ,,გადაღრძუებულმა?:))
დანარჩენებში გეთანხმები და ახლავე შევასწორებ!
მეც მოგიკითხე!
9. ავღფრთოვანდი - აღვფრთოვანდი გადაღრძუებული, აქ რ არ არის საჭირო N3 ძუძუებიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად მკერდის სილამაზითაა ნომერი მესამე :დ ისე კიდევ ზომა აკლია მანდ.
ხანდახან ისეთი ყველაფრისუნარწართმეული დავეგდები ხოლმე სკამზე, ამოქაქანდება ვიღაც ჯანიანი, უზრდელი (ზუსტადაც რომ) მოხუცი, მილანძღ-მოლანძღავს ხალხს, აწეული ცხვირით წამომადგება თავზე და იმას უნდა დავუთმო მე ადგილი? აჰმ.
დაველოდები, მოკითხვა
ავღფრთოვანდი - აღვფრთოვანდი გადაღრძუებული, აქ რ არ არის საჭირო N3 ძუძუებიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად მკერდის სილამაზითაა ნომერი მესამე :დ ისე კიდევ ზომა აკლია მანდ.
ხანდახან ისეთი ყველაფრისუნარწართმეული დავეგდები ხოლმე სკამზე, ამოქაქანდება ვიღაც ჯანიანი, უზრდელი (ზუსტადაც რომ) მოხუცი, მილანძღ-მოლანძღავს ხალხს, აწეული ცხვირით წამომადგება თავზე და იმას უნდა დავუთმო მე ადგილი? აჰმ.
დაველოდები, მოკითხვა
8. ყოველ შემთხვევაში მე არ გამჩენია სურვილი თუნდაც 1 სიტყვა გამომეტოვებინა :) საინტერესოდ წერ .... - გაგრძელებაც მინდა თავისთავად :) ყოველ შემთხვევაში მე არ გამჩენია სურვილი თუნდაც 1 სიტყვა გამომეტოვებინა :) საინტერესოდ წერ .... - გაგრძელებაც მინდა თავისთავად :)
7. რა გითხრათ, დიდი მადლობა ყველას, ვინც შემოიჭყიტეთ ჩემთან:)) ვეცდები გაგრძელება უკეთესი იყოს:)))
ჯონათან, მე ხომ ახლა ვსწავლობ წერას? ამიტომ ვედები ყველა სტილს და ჟანრს, ეგებ საჩემოც აღმოვაჩინო ამ უთავბოლოდ ხეტიალში-მეთქი:))) რა გითხრათ, დიდი მადლობა ყველას, ვინც შემოიჭყიტეთ ჩემთან:)) ვეცდები გაგრძელება უკეთესი იყოს:)))
ჯონათან, მე ხომ ახლა ვსწავლობ წერას? ამიტომ ვედები ყველა სტილს და ჟანრს, ეგებ საჩემოც აღმოვაჩინო ამ უთავბოლოდ ხეტიალში-მეთქი:)))
6. საინტერესოდ ყვებით...:) გაგრძელებასაც წავიკითხავ... საინტერესოდ ყვებით...:) გაგრძელებასაც წავიკითხავ...
5. ძალიან ხალისიანად იკითხება, აბა ვნახოთ ვინ დარეკა ? :) ძალიან ხალისიანად იკითხება, აბა ვნახოთ ვინ დარეკა ? :)
4. ,,სავალდებულო ყოველდღიური პურმარილი” მომეწონა.:) ,,სავალდებულო ყოველდღიური პურმარილი” მომეწონა.:)
3. ნოდარ დუმბაძე გამახსენა.
ყოველთვის სიამოვნებით რომ გკითხულობ, კი იცი. :) ნოდარ დუმბაძე გამახსენა.
ყოველთვის სიამოვნებით რომ გკითხულობ, კი იცი. :)
2. წაკითხვაც არაა სავალდებულო? :)
ნასტუდენტარის ჩანაწერები - ჯერჯერობით, ბანალურ-ტრადიციული ელფერით.
თუმცა, პილიგრიმის მახვილგონივრული ფრაზები მაინც გამოკრთა ალაგ-ალაგ.
დროზე გვითხარი ახლა, ვინ დარეკა:)
წაკითხვაც არაა სავალდებულო? :)
ნასტუდენტარის ჩანაწერები - ჯერჯერობით, ბანალურ-ტრადიციული ელფერით.
თუმცა, პილიგრიმის მახვილგონივრული ფრაზები მაინც გამოკრთა ალაგ-ალაგ.
დროზე გვითხარი ახლა, ვინ დარეკა:)
1. არ არის სავალდებულო მოიწონოთ))) არ არის სავალდებულო მოიწონოთ)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|