ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვალტერ ეგო
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2014


არტჰაიმერი

შენი ღიმილი აღარც მახსოვს, როგორი იყო,
ან რა ფერის თვალები გქონდა.
მხოლოდ მარჯვენა ხელის თითებს მოვკარი თვალი,
ერთი წამით ან იქნებ ორით.

აღარც შენი ხმა მაგონდება, არა-და ალბათ
ბიზანტიურ გალობასავით
გამაბრუებდა, მომნუსხავდა, ასე მგონია.
უფრო მეტი არ მახსენდება.

არც ის...რა ჰქვია...მხრებზე გაშლილს...რა ფერის იყო...
ოქროსფერი სავარაუდოდ...
ქარი სახეზე მაშლიდა და ფიქრებს მიშლიდა.
რა საამო სურნელი ჰქონდა!..

                ---------

-კიდევ იმ გოგოს უწერთ ლექსებს,
ავტობუსში რომ თქვენ წინ იდგა,
გამბედაობა რომ არ გეყოთ,
გაგეცნოთ და შეგყვარებოდათ?!-
ადგა კაცი და ექთანს გაყვა,
რა ჰქვია...იმის დასალევად...
მერხზე დარჩა ახალგაზრდობა.


    10:07
      24.05.2014წ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები