მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
რომან.ჯოჯუა
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2014
და ვარ მელექსე დაჭრილ ოცნებით
ვარ მომღერალი კლდესავით უხმო
და ვარ მელექსე დაჭრილ ოცნებით
ღამით ბახუსის მსახურთ მოვუხმობ
და შავ ღვინოში ჩავიხოცებით
დავუბრუნდები დარდის კელიას
ბედნიერების არ მაქვს გროშებიც
დავკრიფავ ღამით თეთრ კამელიას
და წვიმის ნამით გავითოშები
ცა ნაომარი გამოფენს მედლებს
ქარი გადაშლის ბროლის ბილინგვას
გრძნეულ ქალივით გავყვები კედლებს
კედლებს რომლებიც არსად მიმიყვანს
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
კარგი ემოცია აქვს... წარმატებები ავტორს ...
კარგი ემოცია აქვს... წარმატებები ავტორს ...
ელენა0101.
2015-05-16 12:43:22
1.
კარგია გამოვყოფდი ,,ბედნიერების არ მაქვს გროშები,,
კარგია გამოვყოფდი ,,ბედნიერების არ მაქვს გროშები,,
ელადა.
2014-05-31 23:33:51
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
31.05.2026 06:40:20