ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიის ქარონი
ჟანრი: პოეზია
18 ივნისი, 2014


მყვარებია (პირველ სიყვარულს)

გულში მონატრების მითოვს ფანტელები,
თურმე ჩემი სევდაც, შენსას ჰგვანებია,
როცა დავრწმუნდი, რომ ჩემი ვერ იქნები,
მივხვდი, შენი თავი როგორ მყვარებია.

ცრემლად ამღვრეულა თვალში ოცნებები,
თურმე შენი ნატვრაც, -ჩემსას ჰგვანებია,
როცა ვეღარ ვნახე შენი გამოხედვა,
მივხვდი, შენი თავი როგორ მყვარებია.

ბოლთად გადამექცა შენი მოლოდინი,
თურმე შენი ლოცვაც, ჩემსას ჰგვანებია,
რომ ვერ დავიძინე, შენზე ფიქრის გამო,
მივხვდი, შენი თავი როგორ მყვარებია.

როცა ბრაზით გითხარ, არ მიყვარხარ მეთქი,
ვიგრძენ, შენი ცრემლიც, -ჩემსას ჰგვანებია,
თვალცრემლიანმა რომ ზურგი შემაქციე,
მივხვდი, შენი თავი როგორ მყვარებია.

5. 07. 2000წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები