 | ავტორი: ამოკი ჟანრი: პოეზია 18 ივნისი, 2014 |
ცხოვრებისგან მუდმივად ისმენ დაპირებებს და როცა მთელი სამყარო გგონია შენთან ვალში, სწორედ მაშინ აკეთებ გრანდიოზულ აღმოჩენას: ცხოვრებამ ჩატეხილი საფეხურივით გადაგაბიჯა, თუმცაღა ხვდები მასთან შერწყმის გარდუვალობას: ათვლის წერტილს, საიდანაც დაიწყება ბოლო ამბოხი შენი სულისა - ჩაკეცილ ფრთებს რომ აწვერავს ცისკენ, როგორც მახვილებს და ბოლო ბრძოლას მოგიგებს წმინდად... შეთქმულების თეორია, რომელიც მუდამ ღიმილს იწვევდა შენში, ახლა ისე რეალური გეჩვენება, რომ საკუთარ თავსაც აღარ ენდობი და შენს თავს აჯერებ, რომ ამ ოცნებებზე თავადვე თქვი უარი, იმ მიზეზით რომ ღმერთთან ყოფილიყავი უფრორე ახლოს და ეს ტყუილია! ტყუილია! ტყუილი! - შენ გეშინოდა უფსკრულში ვარდნის... ყველა მიღწევის საერთო ჯამმა, ვერ მოგიტანა თავისუფლება, ვერ აგამაღლა საკუთარ თავზე და ყველა კითხვა დარჩა კითხვადვე, ყველა პასუხი - უფსკრულის მიღმა... სიმართლეს, ფართოდ გახელილ თვალებში უნდა ჩახედო, ეკალივით რომ გიფატრავს გუგებს, რომელსაც ვერ ცვლი, რომელიც გიცქერს შენი გულიდან და მსხვერპლს მოითხოვს შენგან: თვითუარყოფას, როგორც პირღია ბარტყი – მარად მშიერი: შენი ოცნებებით რომ იკვებება და უფსკრულივით იზრდება, ეზრდება ფრთები – მტაცებელივით რომ გინისკარტებს გულში და სულს გიკორტნის. ყველაზე ძნელი კი, სწორედ ეს არის: კომპრომატების შიშით რომ ხმები, როგორც მცენარე, რომელიც კეტავს ზეციურ ონკანს და საკუთარ თავს ყველაფერს უკლავს: თითქოსდა ღმერთს სჯის... შენ, ჩრდილის ჩრდილი ხარ მხოლოდ იმისა, რასაც გგონია რომ წარმოადგენ: ერთი წამითაც არ გიფიქრია, რომ შენ დაბრმავდი, დაყრუვდი, რომ შენ მუნჯი ხარ... ამ გრძნობებით, შენი ოცნებები სარგებლობდნენ მხოლოდ: იმ ცრუ სინათლეს გაჯერებდნენ, თვითნებურად რომ ტეხდნენ თვალები რაღაც პრიზმაში, რომელსაც ვერა და ვერ მიაღწიე, რომ გაყინული გული გაგეთბო, არადა გეგონა ძალიან ახლოს: ხელს გაიწვდენდი და, ჰა! – ის შენია! ბოლო ნაბიჯი მუდამ ხვდებოდა უფსკრულს და დაბიჯებაც აღარ გიცდია... ნახევარკაცა, – სულ ეს ხარ მხოლოდ, ან ნახევარიც საიდან გეთქმის?.. სხეულის ჩრდილად თუ გამოდექი – დიდება უფალს! რადგან ჩრდილსაც აქვს იმის იმედი, რომ დაინახავს ოდესმე მზის სხივს: სულზე ნადებ მტვერს, ქარებს გაატანს და თავის მშობელს, მის კოცონს მისცემს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მაგ პრიზმაში დანახულის ზღვაში წვეთია ეს :) ლექსის სტრუქტურა ალბათ არ შეიცვლება. ბოლო 2 ხაზის ამოღებაზე ვიფიქრებ. გმადლობთ! მაგ პრიზმაში დანახულის ზღვაში წვეთია ეს :) ლექსის სტრუქტურა ალბათ არ შეიცვლება. ბოლო 2 ხაზის ამოღებაზე ვიფიქრებ. გმადლობთ!
5. იშვიათად საკუთარი თავის ასეთი კრიტიკის პრიზმაში დანახვა...ბევრი საინტერესო აზრია, დამაფიქრებელიც... შინაარსიც და იდეაც მომწონს, კონტრუქცია ლექსისა - ნაკლებად... ისე კარგად მიდიოდით და უცებ, ფინალში რაღაც დამაკლდა, მე თქვენს ადგილზე ბოლოს წინა სტრიქონით დავამთავრებდი - "რადგან ჩრდილსაც აქვს იმის იმედი, რომ დაინახავს ოდესმე მზის სხივს"... იშვიათად საკუთარი თავის ასეთი კრიტიკის პრიზმაში დანახვა...ბევრი საინტერესო აზრია, დამაფიქრებელიც... შინაარსიც და იდეაც მომწონს, კონტრუქცია ლექსისა - ნაკლებად... ისე კარგად მიდიოდით და უცებ, ფინალში რაღაც დამაკლდა, მე თქვენს ადგილზე ბოლოს წინა სტრიქონით დავამთავრებდი - "რადგან ჩრდილსაც აქვს იმის იმედი, რომ დაინახავს ოდესმე მზის სხივს"...
4. გმადლობთ! :) გმადლობთ! :)
2. შენ გეშინოდა უფსკრულში ვარდნის... ყველა მიღწევის საერთო ჯამმა, ვერ მოგიტანა თავისუფლება, ვერ აგამაღლა საკუთარ თავზე და ყველა კითხვა დარჩა კითხვადვე, ყველა პასუხი - უფსკრულის მიღმა...
საკუთარ თავზე გაბრაზებულის ნაწერს გავს. :) მომეწონა. +5 შენ გეშინოდა უფსკრულში ვარდნის... ყველა მიღწევის საერთო ჯამმა, ვერ მოგიტანა თავისუფლება, ვერ აგამაღლა საკუთარ თავზე და ყველა კითხვა დარჩა კითხვადვე, ყველა პასუხი - უფსკრულის მიღმა...
საკუთარ თავზე გაბრაზებულის ნაწერს გავს. :) მომეწონა. +5
1. რა კარგი იქნებოდა - ვერლიბრი რომ არ იყოს... ვაჰ... რა კარგი იქნებოდა - ვერლიბრი რომ არ იყოს... ვაჰ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|