დაიწყო, და თითქოს მაშინვე დასრულდა, აფრენა ზეცაში, უსწაფეს ვარდნით და გახსოვდეს, მეც მასხოვს, რომ თოვლი არმსურდა იმ დღეს კი, რატომღაც უზადოდ ბარდნიდა
ბარდნიდა, კალამზე, თითებზე, რვეულში სხეულზეც ბარდნიდა, ბარდნიდა სულში და რა ვქნა, რომ ამ თითებს მე წერას ვერ ვუშლი, მაშინ კი, თოვლი და სიცივე უშლიდა
ბარდნიდა და მხოლოდ შევნიშნეთ ჩვენ ორმა რა თეთრი იყო იმ ღამეს ზეცა და რომ ეს ქალაქი იყო ვერონა, და თავის მოკვლა უნდა გვეცადა
დაჰქროდა ირგვლივ ათას ფანტელი მთვარეც კი, ჩვენზე ფიქრში გაერთო იდგა გრძნობების კორიანტელი და ჩვენი ჩრდილიც იყო საერთო
დაიწყო, და თითქოს მაშინვე დასრულდა, აფრენა ზეცაში, უსწრაფეს დაშვებით შენ გახსოვს, მეც მახსოვს, რომ თოვლი არ გვსურდა ქუჩა კი იყო სავსე ბავშვებით,
და ისიც მასხსოვს, წრე შეგვიკრეს ცელქმა ბავშვებმა, რომ დაგვაყარეს ყველამ ერთად თეთრი გუნდები მე მეტკიაება, ალბათ ბოლომდე შენი გაშვება და დრო მოვა და იმ წუთებსაც დავუბრუნდები
ხო შევაჩერებ, იმ წუთსა და ამ ბედისწერას, თუნდაც დამჭირდეს დროში მავალი მე მანქანები, და თუ ცოდვაში ჩამითვლიან დღეს შენზე წერას, ჩემივე ნებით, ჯოჯოხეთში გავექანები
დაიწყო, და თითქოს მაშინვე დასრულდა, და თავს ვიმართლებთ, დღესაც ბავშვობით შენ გახსოვს, მეც მახსოვს, რომ წასვლა არ გვსურდა იმ დღეს კი რატომღაც, ბოლოჯერ დავშორდით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დაიწყო, და თითქოს მაშინვე დასრულდა, და თავს ვიმართლებთ, დღესაც ბავშვობით შენ გახსოვს, მეც მახსოვს, რომ წასვლა არ გვსურდა იმ დღეს კი რატომღაც, ბოლოჯერ დავშორდით++++ მომეწონა +++
დაიწყო, და თითქოს მაშინვე დასრულდა, და თავს ვიმართლებთ, დღესაც ბავშვობით შენ გახსოვს, მეც მახსოვს, რომ წასვლა არ გვსურდა იმ დღეს კი რატომღაც, ბოლოჯერ დავშორდით++++ მომეწონა +++
2. "შენ გახსოვს, მეც მახსოვს, რომ წასვლა არ გვსურდა იმ დღეს კი რატომღაც, ბოლოჯერ დავშორდით." "შენ გახსოვს, მეც მახსოვს, რომ წასვლა არ გვსურდა იმ დღეს კი რატომღაც, ბოლოჯერ დავშორდით."
1. კარგიააააააა **** კარგიააააააა ****
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|