ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვანტსულა
ჟანრი: პოეზია
4 დეკემბერი, 2008


პირველად სიყვარულზე

სევდა მომატებას ვგრძნობ, რომ ჩემში ცდილობს,
გზა და გზა დამიჭკნობს იებს,
მე დღეს სულ პირველად შენზე ვისაუბრებ,
მოვყვები გაწითლებულ ტყვიებს.

ყველას ვუამბობ ზღაპრულ სიყვარულს,
ოცნებას ყოველი ქალის,
ყველაზე ბრძენია ის, ვინც ჩუმად იცის
ამბავი მძინარა ბავშვის...

გზებზე დავეძებდი დიდ და თეთრ გვირილებს
და შემდეგ ვძარცვავდი მათ,
იმედს ვიტოვებდი ისევ შენი ხილვის
წამებით ვიძრობდი ტანთ...

უდაბნოს ქვიშებში ავაგე სახლები
მირაჟში მეძებდი კვლავ,
წყურვილით ავენთე და წყალს დავეწაფე
შენსავით დამიშრა ტბაც...

ყველას მოვუყვები მე დღეს ჩემს წამებას
და ცრემლებს დავულოცავ გზას,
იებს დაათრობენ ვარდის სურნელები
ისევ წარმოგიდგენ აქ...

ფერთა პალიტრაში ფერებად დავხატე
შენი შავი თმების ხმა,
როგორ არ მეგონა, როგორ არ ვიცოდი
თუ შენც დაკარგავდი გზას..

მე დღეს გავშიშვლები მინდვრის ყვავილივით,
ყველას გადავუშლი დარდს,
როგორ მენატრება ჩემი ცხოვრების
უკან დარჩენილი გზა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები