დილის რვა საათის მიუხედავად, საკმაოდ ცხელა. ასეთი აგვისტო, წლებია არ ყოფილა. დროის გასაყვანად შეძენილი გაზეთი დაკეცა, სამგზავრო ჩანთა ზურგზე მოიგდო და თავისი ადგილი დაიკავა მატარებელში. სამი საათი არც ისე ბევრია. მალე ბორდოში იქნება, ჯერ სახლში შეივლის, დედას ნახავს, მოწესრიგდება და მერე მიშელს გაუვლის. კვირაზე მეტია არ უნახავთ ერთმანეთი. მიშელს თავისი საქმე აქვს, უყვარს თავისი ქალაქი და ვგონებ არც ისე უკმაყოფილოა ასეთი იშვიათი შეხვედრების. ანდრესაც მთლიანად აქვს ხოლმე გაწერილი კვირის გრაფიკი და როცა თავისუფალია, მაშინ აკითხავს მშობლიურ ადგილს. პარიზიდან ყოველდღე ვერ ივლის. ახლა მივლინებით მიემგზავრება, ერთი წელი ვეღარ ნახავს ვერც დედას, ვერც მიშელს. ამიტომ წასვლამდე მათ უნდა დაუთმოს ეს რამდენიმე დღე. რიტმულად ახმაურდნენ მატარებლის ბორბლები. უნებურად აჰყვა მათ ტაქტს: ბორდო...ბორდო...მიშელ...მიშელ...დასახლებული ადგილები ბუჩქებმა და ხეებმა ჩაანაცვლა და ვერც კი მიხვდა, ისე მოერია რული. შავ ცხენზე ამხედრებული, ჩალმიანი მეომარი პირდაპირ მისკენ მოჰქრის. ხელში ორლესული ხმალი ულაპლაპებს და გაუგებარ ენაზე ყვირის. საიდანღაც თეთრადმოსილი, თმაგაშლილი ქალი ჩნდება მის წინ. მუხლზე დამხობილი, უშფოთველი სახით აღავლენს ლოცვას. აჩრდილებივით სილუეტები პერანგს ხდიან, მკერდს აგლეჯენ მაშებით და სისხლი, უამრავი სისხლია გარშემო. განწირული კივილი ისმის სახლებიდან და შეუსვენებლად რეკენ სენ-ჟერმენის ტაძრის ზარები. სისხლში ცურავს მისი პარიზი. -წყალს ხომ არ ინებებთ მისიე? -ოჰ, დიახ. გმადლობთ.-გამოფხიზლდა ძილბურანში წასული ანდრე და ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა. გონზე მოსულმა თავაზიანად გაუღიმა გამცილებელ გოგონას და გაზიანი წყალი გამოართვა. -რას მიშვება ეს ღამის მორიგეობა. მოხუცივით მეძინება და თან კოშმარები მესიზმრება. -ისე თავისთვის ჩაილაპარაკა და საათს დახედა. არადა მოხუცი სულაც არ იყო ანდრე. რამდენიმე წელია, რაც უნივერსიტეტი დაამთავრა, მაგისტრის წოდებაც მიიღო და წარმატებით გააგრძელა კარდიოქირურგის საქმე პარიზის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში. ახლა მივლინებით უცხო ქვეყანაშიც მიემგზავრება. არა იმდენად პრაქტიკის გასავლელად, რამდენადაც საკუთარი ინტერესის დასაკმაყოფილებლად. მეგობარი ჰყავდა იქიდან და იმდენი რამ უამბო, იქ გამგზავრების შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა. თითქმის მოხალისედ ჩაეწერა. რამდენიმე დღე და საკუთარი თვალით ნახავს ამ ქვეყანას. ამბობენ სტუმართმოყვარე ხალხია, ღვინოც კარგი აქვთ და ქალებიც ლამაზი ჰყავთო. მატარებელი სადგურში შევიდა და სვლა შეანელა. მგზავრები ახმაურდნენ და გასასვლელისკენ გასწიეს. ანდრეც მათ მიჰყვა. ეს მისი ბავშვობის ქალაქია. თითქმის ყველა ქუჩას, ყველა უბანს იცნობს. ახლა ტრამვაის გაჰყვება, მერე ავტობუსს და ცოტასაც ფეხით გაივლის ჰენრიხ IV-ის ქუჩამდე. აქ მისი სახლია, მშობლებისეული სახლი, ანდრე უმეტესად მიშელთან რჩება. მიშელი გარონას სანაპიროზე ცხოვრობს, თავისივე სალონის თავზე. მასზე ცოტათი უფროსია, ცოტა მსუქანი და ბევრად მოლაპარაკე. გაუთავებლად რაღაცას ჰყვება ან წუწუნებს. ან წუწუნებს და ჰყვება. თუმცა ეს სიტყვაძუნწ ანდრეს სულაც არ უქმნის დისკომფორტს. მიეჩვია და ის უფრო შეაწუხებს, მიშელი თუ ჩუმად იქნება. დედასაც მოსწონს ეს გოგო. სულ ელოდება როდის გადადგამენ სერიოზულ ნაბიჯს და შვილიშვილს აჩუქებენ. ახალგაზრდები კი რატომღაც დაოჯახებას არ ფიქრობენ და აგერ უკვე შვიდი წელია, მაგის გარეშეც კარგად გრძნობენ თავს. -ანდრეეე.- კარის გახსნა არ დააცადა მაღალმა, კაფანდარა ქალმა. სიბერეშეპარულ, მაგრამ კარგად მოვლილ სახეზე, თბილი ღიმილი გამოესახა და გულში ჩაიხუტა შვილი. -შუადღის მერე გელოდებოდი, მიშელიც არ დამიპატიჟია. შენი საყვარელი კერძიც არაა ჯერ მზად. ოჰ, ანდრე! ვერ გამაფრთხილე? -კარგი რა დე. ეგ ხომ არაა მთავარი? მიშელს კი მე თვითონ გავუვლი.-არ დააცადა ქალს საყვედურის თქმა, კიდევ ერთხელ მოეხვია და თავისი ოთახისკენ გასწია. -მალე გამოდი, მაგიდას გავაწყობ და ერთად ვისაუზმოთ.- დაადევნა ქალმა. ვერაფერი შეედრება იმ სახლის სუნს, სადაც გაიზარდე. აქ ყველგან შენი ბავშვობაა, შორეული, მაგრამ ახლობელი. აქ ისევ პატარა ხარ და მშობლის კალთის სიმყუდროვეს გრძნობ. -ოო, რა სურნელია, რა სურნელი. მომენატრა შენი გამზადებული კერძები. -ჰო, ვინ იცის, პარიზში რას ჭამ. ახალგაზრდებმა ხომ ჯანმრთელობის ფასი არ იცით. სადაც რა მოგხვდებათ, იმას მიირთმევთ ან დადიხართ მშივრები. -მადამ, თქვენ გავიწყდებათ რომ თქვენი შვილი ექიმია. -მახსოვს რომ ექიმია, ექიმი, რომელიც ოცდათხუთმეტი წლისა, ისევ მარტოხელა კაცია. როდის დათქვამთ ნიშნობის თარიღს შენ და მიშელი?- იკითხა ქალმა და თან მზრუნველად გადაუღო შვილს, ხორცის მოზრდილი ნაჭერი. -დედა სულ ერთი და იგივე როდემდე უნდა იკითხო? -თქვენ არ ფიქრობთ და აბა რა ვქნა? ახლა წახვალ იქ, სადღაც და ღმერთმა იცის მერე როდისღა იფიქრებ იჯახზე.- ამოიოხრა დედამ. ვაჟმა ხელზე აკოცა და მხოლოდ გაუღიმა პასუხად. -კარგად გაიგე რა ხალხია? რა პირობები აქვთ, იქნებ პირველყოფილებივით ცხოვრობენ? -ნუ მაცინებ დე. გიორგს ხომ იცნობდი? -ნუ, გიორგი, ჟორჟი წლებია საფრანგეთში ცხოვრობდა და ფაქტია ბევრ რამეს ისწავლიდა. -ჰოდა მასთან ვიქნები და სანერვიულოც არაფერია. ცივილიზებული და დიდი კულტურის ხალხია. ხომ გიყვებოდი? სხვათაშორის საკმაოდ კარგი ექიმები ჰყავთ. -კულტურა, კულტურა... ეგ მერე მითხარი საკუთარი თვალით რომ ნახავ. კულტურამ ცივილიზაცია და ეკონომიკა უნდა წასწიოს წინ. მე კი, დეიდაშენი მირიე მიყვებოდა, როგორ უჭირს მაგ ხალხს, მომვლელი ჰყავთ იქიდან.- ანდრე! იქნებ საშიშია? იქნებ ქურდებითა და მკვლელებითაა სავსე? -ოხ, დედა! რას ამბობ?! რა მკვლელები, კარგი ხალხია. აი, ნახავ რა კმაყოფილი დაგირეკავ. ძალიან კმაყოფილი. გაკოცე და წავედი მიშელთან. ყველაფერი გემრიელი იყო.- ნაჩქარევად გადაყლაპა ბოლო ლუკმა და მაგიდიდან წამოხტა. ისე გაიხურა კარი, აღარ გაუგია დედის კითხვა :- ამაღამ მოხვალო? ეჩქარებოდა მიშელის ნახვა, არა იმიტომ რომ მოენატრა. არა, ეს გრძნობა თითქმის აღარ ჰქონდათ, შეჩვევა უფრო იყო მათი სიყვარული, მეგობრობა, საწოლიც რომ ახლავს. ახლაც მეგობრის სანახავად უფრო მიისწრაფვოდა, ვიდრე საყვარელი ქალის. უნდოდა თავის სამომავლო გეგმებზე, გამგზავრებაზე ესაუბრა. დაენახა როგორ აღფრთოვანდებოდა ქალი, მისი დიდი ხნის ნატვრის ასრულებით. შუადღე იყო. მზე მთელი ძალით აცხუნებდა და მდინარის სიახლოვეც ვერ შველოდა სანაპიროს უბანს. ამ დროს თითქმის ყველგან შესვენებაა, ამიტომ არ გაჰკვირვებია სალონის კარზე დაკიდებული აბრა " დაკეტილია"-ს რომ აღნიშნავდა. ზარი დარეკა და დაელოდა. მაშინვე არ უპასუხეს და რამდენჯერმე მოუწია ღილაკზე დაჭერამ. კარი გაიხსნა და მასში უწესრიგოდ დავარცხნილთმიანი, უფრო სწორად თმადაუვარცხნელი ორმოციოდე წლის ქალი გამოჩნდა. -ანდრე? რატომ არ დარეკე? ასე გაუფრთხილებლად? ოჰ, რას ვგავარ. -აღარ დაგირეკე, მინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო, ეს შენ.- გაუღიმა და შოკოლადის კოლოფი გაუწოდა.- შენ რომ გიყვარს, ისაა. პარიზიდან წამოგიღე. - შემიშვებ თუ ასე უნდა ვიდგეთ კარში? - თქვა და თან მოეხვია. ტუჩებშიც წაეტანა საკოცნელად, მაგრამ ქალმა რატომღაც იუარა. - ჰო, მოდი რა თქმა უნდა. - გაიწია და შიგნით შეატარა ვაჟი. ფართო შესასვლელი, რომელიც გასახდელის ფუნქციას ითავსებდა, ერთი მხრიდან სალონში შედიოდა, მეორე მხარეს კი ზედა სართულზე ასასვლელი ხის კიბე იყო განთავსებული. ნათელ ფერში შეღებილ კედლებს, სხვადასხვა ვარცხნილობებიანი მოდელების ფოტოები ამშვენებდა. თმის საღებავისა და ათასნაირი პარფიუმის სუნით გაჟღენთილიყო მთელი შენობა. ანდრეს მაინცდამაინც არ ხიბლავდა ეს სუნი, მაგრამ არ იმჩნევდა. ყოველთვის ღიას ტოვებდა მეორე სართულის ფანჯარას, სადაც ძირითადად იყვნენ ხოლმე განმარტოებულნი. ახლაც იქითკენ მიაშურა. მაგრამ ნაბიჯი ვეღარ გადადგა და კიბის თავისკენ მიმართული მზერა, გვერდით მდგარ მიშელზე გადაიტანა. ქალი მხრებში აწურული, როგორღაც დარცხვენილი იდგა. უხერხულად გრძნობდა თავს კიბის თავში მდგარი, უცხო მამაკაციც. ანდრე ერთდროულად ნაწყენიც იყო და აღშფოთებულიც. ხან ერთს შეხედავდა, ხან მეორეს. -მიშელ!- მხოლოდ ამის თქმა მოახერხა. მისი სახე, აღშფოთებასთან ერთად, გაოცებასაც გამოხატავდა ახლა. ამის მიზეზი კი ნამდვილად ჰქონდა. კიბის თავში, უტიფრად მდგომი მამაკაცი, თითქმის შიშველი იყო. მხოლოდ ყვავილებიანი ტრუსი შეადგენდა მის სამოსს. ანდრეს თავში ყველაფერი აირია, ვერ გაეგო რა უნდა მოემოქმედა ასეთ შემთხვევში. უცებ მოტრიალდა, ჯერ კიდევ ღია კარიდან ქუჩაში გავარდა. რამდენიმე ნაბიჯი გაიარა, მერე უკან გამობრუნდა სალონისკენ, ბოლოს შესვლა გადაიფიქრა, გზა გადაჭრა და მდინარისკენ წავიდა. მიშელი უკან დაედევნა, ანდრეს ძახილით. (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ჰოომ. მოვედი მე. არ დამხვდი და ვიარე ვიარე:)
სკივრშიც ჩავიჭყიტე და ჩალის ყვავილებიანი ქუდიც მოვირგე. მერე თეთრ ლაქებიან სარკეში ვიყურე დიდხანს და შელოცვებით დავტკბი:)
ჰოდა რომ მოვდიოდი მოხუცმა უგემრიელესი მაყვალი გამომატანა მუჭით:))
ველოდები გაგრძელებას:* ჰოომ. მოვედი მე. არ დამხვდი და ვიარე ვიარე:)
სკივრშიც ჩავიჭყიტე და ჩალის ყვავილებიანი ქუდიც მოვირგე. მერე თეთრ ლაქებიან სარკეში ვიყურე დიდხანს და შელოცვებით დავტკბი:)
ჰოდა რომ მოვდიოდი მოხუცმა უგემრიელესი მაყვალი გამომატანა მუჭით:))
ველოდები გაგრძელებას:*
13. დიდხანს არ გადადოთ გაგრძელება ))) დიდხანს არ გადადოთ გაგრძელება )))
12. რამდენი გივლია ჩემს გვერდზე მელზ ?:) გაგრძელება გადაიდო.:)) რამდენი გივლია ჩემს გვერდზე მელზ ?:) გაგრძელება გადაიდო.:))
11. და გაგრძელება როდის? და გაგრძელება როდის?
9. ხოო, უყურე რა ამბები ყოფილა :)
მუხას კომენტარზე გამახსენდა, სკოლაში რომ ვსწავლობდი ჩემი კლასელი ბიჭები მაიმუნობდნენ ხოლმე "მერე? მერე? რომ გააიგო, რა სთქვა ქმარმა?" ხელმეორედ ნება დამრთო როგორც ძმამ და მეგობარმაო და კვდებოდნენ ხოლმე სიცილით :)) ხოო, უყურე რა ამბები ყოფილა :)
მუხას კომენტარზე გამახსენდა, სკოლაში რომ ვსწავლობდი ჩემი კლასელი ბიჭები მაიმუნობდნენ ხოლმე "მერე? მერე? რომ გააიგო, რა სთქვა ქმარმა?" ხელმეორედ ნება დამრთო როგორც ძმამ და მეგობარმაო და კვდებოდნენ ხოლმე სიცილით :))
8. ანდრე ეს ის არაა რაც შენ გგონია, ტქვა მიშელმა და ჩაიხითხითა:))) მეც ვიფიქრე რომ საჭირო იყო ამ მიშელის მოშორება, დარწმუნებული ვარ ანდრემ საქარტველოში უნდა იპოვნოს ნამდვილი სიყვარული:) ვნახოტ რა გამოვა ამ წამოწყებიდან ბანუ საქრტვრლოსი მოგზაოურობიდან:) ანდრე ეს ის არაა რაც შენ გგონია, ტქვა მიშელმა და ჩაიხითხითა:))) მეც ვიფიქრე რომ საჭირო იყო ამ მიშელის მოშორება, დარწმუნებული ვარ ანდრემ საქარტველოში უნდა იპოვნოს ნამდვილი სიყვარული:) ვნახოტ რა გამოვა ამ წამოწყებიდან ბანუ საქრტვრლოსი მოგზაოურობიდან:)
7. საინტერესო ამბავია, ანდრემ მოუსწრო მიშელის.
აქ რამ გამახსენა არ ვიცი
" "მერე? მერე? რომ გააიგო, რა სთქვა ქმარმა?" -"მაპატივა შეცოდება, როგორც ძმამ და მეგობარმა" ა. წერეთელი საინტერესო ამბავია, ანდრემ მოუსწრო მიშელის.
აქ რამ გამახსენა არ ვიცი
" "მერე? მერე? რომ გააიგო, რა სთქვა ქმარმა?" -"მაპატივა შეცოდება, როგორც ძმამ და მეგობარმა" ა. წერეთელი
6. მომწონს. :) დაველოდები გაგრძელებას. მომწონს. :) დაველოდები გაგრძელებას.
5. მადლობა ჩემო კარგებო სტუმრობისთვის.:) მადლობა ჩემო კარგებო სტუმრობისთვის.:)
4. კარგი თხრობაა. სიუჟეტიც საინტერესო ჩანს. კარგი თხრობაა. სიუჟეტიც საინტერესო ჩანს.
3. საინტერესოა. თუმცა უცხოური ფილმების გავლენა ვიგრძენი, თითქოს.:) ცუდი ნამდვილად არაა. დაველოდები, ვნახოთ რა მოხდება... საინტერესოა. თუმცა უცხოური ფილმების გავლენა ვიგრძენი, თითქოს.:) ცუდი ნამდვილად არაა. დაველოდები, ვნახოთ რა მოხდება...
2. მართალი ხარ ჯონათან.:) მაგას ახლავე ვუშველი.:) მართალი ხარ ჯონათან.:) მაგას ახლავე ვუშველი.:)
1. ბორდოელი დედებიც მთლად ქართველი დედებივით ყოფილან :)
" ვსიო! გაკოცე და წავედი მიშელთან. "- ეს "ვსიო" ალბათ გიორგისგან ისწავლა :)
ვნახოთ, რა მოხდება.
ბორდოელი დედებიც მთლად ქართველი დედებივით ყოფილან :)
" ვსიო! გაკოცე და წავედი მიშელთან. "- ეს "ვსიო" ალბათ გიორგისგან ისწავლა :)
ვნახოთ, რა მოხდება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|