ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიის ქარონი
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2014


80წლის ვარ შენში თარეშით

 


ისევ აფეთქდა ბებერ გულში სიყრმის ვულკანი,
ისევ მომწყურდა სიყვარულის წყარო უკმარი,
ისევ ადუღდა, აქაფქაფდა სისხლი ძარღვებში,
და შემეფაკლა ეს სიბერე სადღაც ღაწვებში.
ისევ ავმჩატდი, პირტიტველა წლების ბალღივით,
ისევ ავფრინდი ოცნებებში,-- ჩიტის ბარტყივით,
ისევ მომინდა შენს ფანჯრებზე სახტად ყურება,
და საძაგელი სიბერისაც არ მეყურება...
ისევ მინდა რომ დავიღალო,-- შენში თარეშით
ისევ მინდა რომ ჩავიხედო,--მაგ შენს თვალებში,
ისევე მინდა გამაცოცხლოს შენმა სიცილმა
და დამაცალოს, დამაცალოს შავმა სიკვდილმა...
ისევე მინდა, ჩავიძირო მე შენს თვალებში,
და დავიღალო შენს ალერსში, შენში თარეშით.
7. 04. 2004წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები