ავტორი: ლელუკა ლაშხი ჟანრი: პოეზია 20 თებერვალი, 2015
* * *
ის მოუცლელი გახდა, მოდაში შემოსული მოუცლელობის გამო. ის მატყუარა გახდა, მოდაში შემოსული არაგულწრფელობის გამო. ის მარტოსული გახდა, მოდაში შემოსული ეულობის გამო. ის ფიქრიანი გახდა, მოდაში შემოსული უჩვეულო იმიჯის გამო. ის უსმენს ჯაზს, მოდიდან გადავარდნილი კლასიკის გამო. ის კითხულობს ფამუქს, მოდიდან გაძევებული ჰესეს გამო. ის სვამს რედბულს, მოდიდან გადასული ღვინის გამო. მას არ ჰყავს მეგობარი, მოდაში შემოსული კაი ტიპების გამო. მას არ უყვარს თეატრი, მოდაში შემოსული პერფორმანსების გამო. მას ეშინია საკუთარი თავის, მოდაში არაა საკუთარ თავად ყოფნა!