ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუკა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2015


* * *

პარიზი.
ბულვარი Belleville_ი.
ზის.
ვზივარ.
მის კალთაში თავი მიდევს.
მას ჩემს თმებში ხელი.
მის სუნთქვას მისი მუცლიდან ვიგებ.
ის ზევიდან უყურებს ჩემს მუცელს.
მე ცას ვხედავ.
ის ასფალტს.
მე არაფერზე ვფიქრობ.
მას ჩემი ფიქრები აინტერსებს.
სეზონებს ტანზე ვხდი.
ის კაბას იცვამს.
თასმას ვუკრავ ყელში გაჩხერილ სურვილს.
ის ფეხზე იხდის.
ლამპიონებს ღამის პეპლები ჩაებნენ ტანგოში.
კოღოებიც კი არ გადიან წრიდან.
სძინავთ Belleville_ის ბულვარზე.
მე თავი მიდევს მის კალთაში.
მას მარცხენა ხელი ჩემს გულზე.
მის სუნთქვას მუცლით ვგრძნობ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები