ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუკა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2015


* * *

ცარიელი ბოთლების მდელოზე დაგორდა წუხელ მთვარე.
მინანქრის ვაზაში,
ბროწეულის პრიალა კენჭებზე,
ჭყინტი სიმინდი ჩაემარცვლა სიზმრებს
და
ისე შემოიპარა დილა,
მზეს რომ ავხედე,
ისევ მთვარე მეგონა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები