ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუკა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2014


* * *

საღამოვდება...
უნდა მოვიხსნა სათითაოდ
ხელები ცალკე,
ფეხები,
თავი,
ხერხემალი
და შემოსასვლელში,
საკიდებზე გადავკიდო.
არ ამერიოს ერთმანეთში,
დილას დამჭირდება,
გადავიცვა და ვაიძულო,
გაწყობილად მომიარონ,
ყოველი დილის ყოველ საღამომდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები