 | ავტორი: ოთარრურუა... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 4 აგვისტო, 2014 |
2014 წლის 29 ივლისი - თარიღი, რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება! შენ ამ დღეს გმირობა ჩაიდინე, ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინე! მე - შენი სულიერი მეგობარი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გაყენებ გურამ რჩეულიშვილისა და იოსებ ჟორდანიას გვერდით! მათ მსგავსად შენც გვიჩვენე თავგანწირვის მაგალითი და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნე, რომ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად რისკზე წასვლას ყოველთვის აქვს აზრი! შენ პოეტი იყავი, ქართველი პოეტი! ადამიანს საქციელითაც ეტყობა რომ პოეტია, შენ ჩვენ მარადიულ განძად პოეზია დაგვიტოვე, ლექსები რომლებზედაც თაობები დაიზრდებიან! სამწუხაროა, რომ პირადად არ გიცნობდი, მაგრამ მე მაინც ნაცნობ მეგობრად გთვლიდი... ჩვენ ხომ პოეზიამ დაგვამეგობრა ინტერნეტ სივრცეში... ერთი სატკივარი გვქონდა და ერთმანეთს კარგად ვუგებდით, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს არასოდეს შევხვედრილვართ! შენ იმ ქალაქის მკვიდრი იყავი, რომელშიც ერთ დროს ჟიული შარტავა მოღვაწეობდა, შენც მის მაგალითს მიჰყევი და მის ნაკვალევზე იყავი შემდგარი! შენ მთელი საქართველოს სიამაყე ხარ ოთარ, მთელ საქართველოს დააკლდი ჩემო სულიერო მეგობარო! დედაშენმა უნდა თქვას შვილი გავზარდეო, მე ქედს ვიხრი იმ ქალბატონის წინაშე, რომელმაც შენ ლამაზად აღგზარდა, ვაჟას თქმის არ იყოს: ''ლამაზად შვილის აღმზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა!'' სამწუხაროდ მეტს ვეღარაფერს ვამბობ, ცრემლები მახრჩობენ! ლადოს, მირზას, ალიოშა საჯაიასა და სხვათა მსგავსად შენც ''ჭაბუკად დარჩები მარად!''
ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მართალი ხარ ერეკლე, სამწუხაროდ ასეა. მართალი ხარ ერეკლე, სამწუხაროდ ასეა.
9. იმ დღეს რუსთავში მთელი საქარტველო უნდა ყოფილიყო, ყველა მედია საშუალება, მთავრობა, ერი და ბერი, მაგრამ ჩვენ ხომ, "საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული, ყოფილი ერი" ვართ იმ დღეს რუსთავში მთელი საქარტველო უნდა ყოფილიყო, ყველა მედია საშუალება, მთავრობა, ერი და ბერი, მაგრამ ჩვენ ხომ, "საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული, ყოფილი ერი" ვართ
8. გასვენების კადრები ვნახე, შემძრა მშობლების საცოდაობამ, დედამ ლექსად დაიტირა უკანასკნელად, ნათელში იყოს ((( გასვენების კადრები ვნახე, შემძრა მშობლების საცოდაობამ, დედამ ლექსად დაიტირა უკანასკნელად, ნათელში იყოს (((
7. ძალიან მეტკინა ეს ბიჭი :( .... ძალიან მეტკინა ეს ბიჭი :( ....
6. ოთარ,მესმის შენი გულისტკივილი....მგრძნობიარე და კარგი ხარ შენ.... ოთარ,მესმის შენი გულისტკივილი....მგრძნობიარე და კარგი ხარ შენ....
5. ჰო,ეს საშინელებაა,მთელი საქართველოს ტკივილია და მაინც ...საოცრად ლამაზად წავიდა-პოეტურად! ჰო,ეს საშინელებაა,მთელი საქართველოს ტკივილია და მაინც ...საოცრად ლამაზად წავიდა-პოეტურად!
4. გული მწყდება რომ მის შემოქმედებას არ ვიცნობდი :( ის იყო ნამდვილი ქართველი <3 გული მწყდება რომ მის შემოქმედებას არ ვიცნობდი :( ის იყო ნამდვილი ქართველი <3
3. მართალი ხარ თიკო, გენაცვალე... მართალი ხარ თიკო, გენაცვალე...
2. მეც არ ვიცნობდი , მაგრამ ვიცნობი მის შემოქმედებას ))) გული მეტკინა მისი წასვლით (( ღმერთმა ნატელში ამყოფოს )) ეს ჩვენი თაობის გმირია და ყველას ემახსოვრება ყოველთვის )) მეც არ ვიცნობდი , მაგრამ ვიცნობი მის შემოქმედებას ))) გული მეტკინა მისი წასვლით (( ღმერთმა ნატელში ამყოფოს )) ეს ჩვენი თაობის გმირია და ყველას ემახსოვრება ყოველთვის ))
1. არც მე ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი , ვკითხულობდი მის ლექსებს და გული ძალიან მტკივა რომ აღარ არის, მაგრამ ასეთი ადამიანები არ კვდებიან, უბრალოდ სხვა სამყაროში გადადიან... რას ვიზამთ, ღმერთსაც თავისთვის კარგები უნდა... არც მე ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი , ვკითხულობდი მის ლექსებს და გული ძალიან მტკივა რომ აღარ არის, მაგრამ ასეთი ადამიანები არ კვდებიან, უბრალოდ სხვა სამყაროში გადადიან... რას ვიზამთ, ღმერთსაც თავისთვის კარგები უნდა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|