ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2014


ადაპტირება

და საბოლოოდ მიხვალ დასკვნამდე,
რომ არაფერი იქნება კარგად;
რომ ვერ აიხდენ ვერცერთ საწადელს
და მოლოდინი უნდა დამთავრდეს,
ვით გამართლება: "იქნებ?" და "ალბათ..."

"ღმერთს არ ეცალა"; "მეც დავაკელი
სურვილს მარილი," "ცეცხლი - საქვაბეს",
"გუნდრუკის კმევა" - უფრო გარკვევით,
"რწმენა" - ყოველგვარ ლოცვის, საკმევლის...
და რომ არ გქონდა სხვა გზა აქამდე,

რადგან შენი გზა, არ კვეთს არვისას  -
ვერც ამ თვისებას გაიგებს ვინმე...
ვერ გახსნი ბედის ცხრა კარის რისხვას,
მოლოდინით, რომ "იქნებ დაგიხსნას?.."
სხვა სამყაროში, სხვა ღმერთის მღვიმემ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები