როგორ ძნელად დასაჯერებელია, რომ შეიძლება იყო კარგი. გიყვარდეს ყვავილები, არა საყვავილეში, მინდორში გიყვარდეს და ტყეში, ხელში არა. როცა სამოთხეზე საუბრობენ ანთებული თვალებით, არც მათ სჯერათ, რომ ის არსებობს, არადა ანთებული თვალების როგორ შეიძლება არ გჯეროდეს, მან ხომ გულზე მოწოლილ სისხლს ვერ გაუძლო და აბრდღვიალდა. მეგობარს რომ დამარხავ და წლების მერე საფლავს ვერ პოულობ, ხომ არ ნიშნავს, რომ მეგობარი დაგავიწყდა! უბრალოდ, მას მერე, იმ ადგილას უამრავმა სხვამ დაკარგა მეგობარი. მარილიანი თითების ლოკვით რა დაღლით ძაღლებს, მათი თავისუფლება ხომ სულ ახალ წელს ჰგავს. ყველასნაირად, მე არ დამიჯერებია. რომ ოქრო ბრწყინავს და ჟანგმა შეიძლება ძვალი შემიჭამოს. ზომიერება ხომ მხოლოდ სიტყვებშია...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მეგობარს რომ დამარხავ და წლების მერე საფლავს ვერ პოულობ, ხომ არ ნიშნავს, რომ მეგობარი დაგავიწყდა! უბრალოდ, მას მერე, იმ ადგილას უამრავმა სხვამ დაკარგა მეგობარი.
+5 მეგობარს რომ დამარხავ და წლების მერე საფლავს ვერ პოულობ, ხომ არ ნიშნავს, რომ მეგობარი დაგავიწყდა! უბრალოდ, მას მერე, იმ ადგილას უამრავმა სხვამ დაკარგა მეგობარი.
+5
5. გიყვარდეს ყვავილები, არა საყვავილეში, მინდორში გიყვარდეს და ტყეში, ხელში არა.
ჩემი თავი აღმოვაჩინე ამ სიტყვებში! ++ გიყვარდეს ყვავილები, არა საყვავილეში, მინდორში გიყვარდეს და ტყეში, ხელში არა.
ჩემი თავი აღმოვაჩინე ამ სიტყვებში! ++
4. რაღაც ისევ აკლია..ან, მეტი ხომ არ აქვს ნეტა? :)
არადა, ავტორმა აშკარა იცის, რომ - " ზომიერება ხომ მხოლოდ სიტყვებშია..."
რაღაც ისევ აკლია..ან, მეტი ხომ არ აქვს ნეტა? :)
არადა, ავტორმა აშკარა იცის, რომ - " ზომიერება ხომ მხოლოდ სიტყვებშია..."
2. მომეწონა კარგი და აზრიანი.5 მომეწონა კარგი და აზრიანი.5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|