ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კეთილი მოჩვენება
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2014


care

ზუსტად შენნაირი ვარ.
ზუსტად შენი ზომა ვარ...
თბილად...
ფრთხილად!

ვატაროთ ერთმანეთი....


***

მზე ამოვაცურე.
მზე...
სამყაროს ნებიერა,
რომ დაუკრას
სინათლე...
დაუკრას სითბო,
ახალი დღე,
ახალი პრემიერა...

-გააღეთ ფანჯრები

***
ორბიტა


მოკლედ რა...
ყალბი ეფექტები.
არაფრისმომტანი შედარებები.
ისეთი არაბუნებრივი,
უცხოპლანეტელი ,,ლიტონების'' 
მეტალურ-ინჰაოაქროლადი
ტრონალური ჟღრიალობები,
რომლებიც მენდელეევის სისტემაშიც კი არ არიან...

ეს ვერცხლისფერი რადიაცია,
მეტაფიზიკა.
მითოლოგია.
მუზის ნარჩენები.
მონატრება.
სიცოცხლე ,სითბო....

აქ გაცივება აკრძალულია!
აქ,
ამ ურიკაზე...
კვადრატულზე 20 პოეტი მოდის,
მივსრიალებთ კი არადა
მივფრინავთ
მთვარისკენ,
მზისკენ.

ჩვენ უკვე გავცდით კოსმოსს,
მეტაგალაქტიკას...
და ისევ აქ მოვედით.
კოსმოსი რომ მრგვალია ეს იცოდით?

ის მაინც  ბრუნავს და ბრუნავს.
ამ მენთოლიან ,
ამ ლამაზ სიცივეში,
რომელიც თურმე
სითბო ყოფილა
ან,
- თუნდაც პირიქით...

***
აქ სიყვარულია,
აი აქ,
ამ ურიკაზე...
კვადრატულზე
უამრავი წამწამაფახულებული
უსასრულობა მოდის .
ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები,
რომ არ გადმოვვარდეთ....

წავედით მეორე ,,კრუგზე''.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები