ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2014


ნანა კილასონიას

ნირვანას მოჰგავს შეღამებით შენზე ოცნება,
არა ხარ ახლოს და სიშორის ფიქრით ვივსები...
ნუთუ ბაგეებს-უკარებას არ ეკოცნება,
აისის პირზე დაგიჩვიეთ: შენ და ნისლები.
კართან ატუზულს ვემსგავსები, რძისფერ გაზაფხულს,
იქნებ სარკმლიდან შემოგიძვრე საწოლ ოთახში;
ლექსებს გიამბობ-შენი ვნების ცეცხლით დაზაფრულს
ან მოგილოცავ ჩემს შემოსვლას შენში, ჰოდა ხშირ
სუნთქვას დაგითვლი, ჩემო კარგო და მაგ ნაწნავებს,
ორქიდეების სუნით დამთვრალს-დავთმობ სასთუმალს...
ნამარტალ დღეთა შემოკლება ვერ გაგაწვალებს,
იქნებ მიენდო გაზაფხულის ამ უცხო სტუმარს?!
აისის პირზე დაგიჩვიეთ: შენ და აპრილი,
სულ სხვა სითბოა შენს თვალებში, სულ სხვა, ნამდვილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები