როგორ ცოდოა პატარა კაცი თავის პატარა სულით, გულითა, თავის პატარა ''დიდი'' მეობით, მცირე სიკეთით, სიყვარულითა. პატარა კაცი სულ მართალია, ასეთი არის მისი ბუნება, რაგინდ სცოდავდეს, რაგინდ ტყუოდეს, არასდიდებით არ გამტყუნდება. თავის სიმცირის დამალვას ცდილობს მუდამ ის სხვაში ნაკლის ძიებით, სულგრძელობას და დიდბუნებობას მასში ვერ ჰპოვებთ და ნურც ეცდებით. მეგობრობაში, ახლობლობაში, არასდროს გქონდეთ მისი იმედი, რადგანაც რამე თუ მოეჩვენა, წამს გიღალატებთ თქვენ ეგ'' იმედი''. პატარა კაცის მეუღლეობა ვისაც ხვდა წილად დაუდგა '' დარი'', არ დაელევა ოჯახში ჩხუბი, აყალმაყალი,პრობლემა,შარი. თუ გადიდკაცდა პატარა კაცი,რა საშინელი სანახავია, თავის ბრექებით და საქციელით, საზიზღარი და საცოდავია. რწმენა, ღირსება და ერთგულება, თავისებურად ესმის ყოველი, ენაც, მამულიც, სარწმუნოებაც, თვით სიყვარულიც ცხოველმყოფელი. პატარა ხალხის დიდმა ხორუმმა ლამის წალეკოს რაც წმინდა არის, რამაც გვიშველა, გადაგვარჩინა და რაც კი ჩვენთვის ძვირფასი არის. პატარა კაცი დიდ სამყაროში ისევ ურთულებს ცხოვრებას რამდენს, მაგრამ სამყარო გადარჩენისთვის, დიდბუნებრივად კვლავ უღებს კარებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ეს არის კრიტიკა-პუბლიცისტიკური ლექსი! მე მომეწონა! ეს არის კრიტიკა-პუბლიცისტიკური ლექსი! მე მომეწონა!
6. სათქმელი ჰო, ლექსი არა სათქმელი ჰო, ლექსი არა
5. სწორედ მიხვდით, მყუდროს კომენტარი ვიგულისხმე. სწორედ მიხვდით, მყუდროს კომენტარი ვიგულისხმე.
4. შენი კომენტარიდან გამომდინაე ალბათ მყუდროზე გაქვს საუბარი. მართლაც რომ ცუდი კომენტარი გააკეთა რომელიც არ ეპატიება. ეს ათეიზმი ხომ მოდაშია დღეს და აღარ იციან თავი რითი გამოიჩინონ! შენი კომენტარიდან გამომდინაე ალბათ მყუდროზე გაქვს საუბარი. მართლაც რომ ცუდი კომენტარი გააკეთა რომელიც არ ეპატიება. ეს ათეიზმი ხომ მოდაშია დღეს და აღარ იციან თავი რითი გამოიჩინონ!
3. ამ ლექსის დაწერა გადამაწყვეტინა ერთი ადამიანის კომენტარმა ინტერნეტში, რომ თურმე სანამ პატრიარქს არ დაიჭერენ მანამდე ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, ალბათ ხვდებით ვისაც ვგულისხმობ, ლექსი კი როგორიც გამოვიდა ესეთი არის. ამ ლექსის დაწერა გადამაწყვეტინა ერთი ადამიანის კომენტარმა ინტერნეტში, რომ თურმე სანამ პატრიარქს არ დაიჭერენ მანამდე ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, ალბათ ხვდებით ვისაც ვგულისხმობ, ლექსი კი როგორიც გამოვიდა ესეთი არის.
2. +2 რა პოეზიას ვერ ხედავ გამაგიჟებენ ესენირა +2 რა პოეზიას ვერ ხედავ გამაგიჟებენ ესენირა
1. აქ პოეზიას ვერ ვხედავ აქ პოეზიას ვერ ვხედავ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|