 | ავტორი: natinat ჟანრი: პოეზია 10 სექტემბერი, 2014 |
საღამოს სახლში სტუმარივით შემომივლიდი, ვეღარ ვარკვევდი, ბინდდებოდა თუკი როდესმე... ბედმა დამინდო, გთხოვ, ამაღამ შენც მომიფრთხილდი, მე ხომ უმანკოდ, როგორც ბავშვი, ისე მოგენდე. შემოგეკედლე... და თვალები ვნებად ვაქციე, სულ ყველა სიტყვა შეხებაში ამოვიკითხე. მე უშენობა სურდოსავით ისევ მაციებს, ვერცერთი წამლით, ვერას ძალით გამოვიკეთე. ჩემი ბრალია ალბათ ესეც, ცათა ფერები ჩემს სამყაროში ისინიც კი შენით დავხატე. ვამბობდი: შენთვის დიდ ჯურღმულში გადავეშვები, ხეებს შრიალი, წვიმას წვიმა არ დავაცადე. დავმარტოსულდი... ეს სიჩუმეც როგორ ხმაურობს... მერე მოხვედი, სიყვარულზე ამასაუბრე, წასვლა მოგინდა, გინდა გული სხვასაც გაუყო, შეწირულივით მარტოობის ხატთან მაკურთხე. მზიან პირველ მარტს დამეუფლა ღირსების განცდა! რადგან ზამთარი სიამაყით, გუშინ რომ მოკვდა, არ უწვალია! დაიჟინა გმირივით წასვლა. ამოგახველებ! სევდასთან და ტანჯვასთან ერთად, ბედნიერებას ბედნიერი შევეგებები, გავღიმილდები, ჩაგრაზკეტავ წარსულში, სადღაც... ვიცი, რომ შევძლებ... მე მაგ ვნებას აღარ ვნებდები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჩაგრაზკეტავ სწორი ფორმაა? ჩაგრაზკეტავ სწორი ფორმაა?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|