ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუკა ლაშხი
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2014


* * *

ათას სისულელეს ვბოდავ არნახულად.
ათას ნაძირალას წელში ვუვარდები.
როგორ დამავიწყდეს,
როგორ გავლახულვარ,
ჩემს თავს,
როცა სხვაზე მეტად ვუყვარდები...
როგორ იბადება სისხლში ანემია.
როგორ თხელდებიან ხიდზე ჯებირები.
უკვე მერამდენედ როგორ ამერია,
უწინდელზე ძვირი აღარ ეღირები.
როგორ არ დავუშვი_მერქვას იდიოტი!
როგორ დავუშალე კედლებს გადაღებვა.
რამ შემომაბრუნა,
როცა მივდიოდი,
რატომ არ გაცადე წვიმას გადაღება?!.
წერა რად მინდოდა,
როგორ შემეშალა!
მიწა რად მინდოდა,
აქ ვინ მომიყვანა!
ყველა სათითაოდ ყველას შეეშვა
და
ღამის ნარჩენები კართან მომიყარა...
ნეტავ რამდენს ვბოდავ_
აქ რამ მომიყვანა_

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები