ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კეთილი მოჩვენება
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2014


კიბერსიყვარული

1
რაღაც იდუმალი ჰაკერივით
გამიტეხე ტვინი,
ყველა ფიქრი
და მაიძულე
მხოლოდ შენზე
ვიფიქრო.

2
ჩემში გეძებდი...

მერე გიპოვე,
მერე გაიზარდე
და ჩემში დამკვიდრდი.

3
ნელ-ნელა,
თამაშ-თამაშ,
ღიმილ-ღიმილ....

4

ხო, ასეა,
ასე ვწვალობ.
აბა სიყვარული
ნათურა კი არაა,
უცებ რომ აანთო...
ნათურასავით ანთებული-
ნათურასავით ჩაქრება...

5
ზოგჯერ ვეღარ ვხვდები,
თუ რა გინდა ჩემს საძინებელში,
შუაღამისას,
ანუ როდესაც ვიღვიძებ-
შუა ოთახში,
რას დგახარ?
რას მიღიმი?
რას დამყურებ?
წადი მოისვენე !

6

რაღაც იდუმალი ჰაკერივით
გამიტეხე ტვინი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები