მიდიხარ, ნაბიჯებს სიკვდილის სუნი აქვს, არ ვნანობ მაინც რომ სიცოცხლე გიწოდე. მიდიხარ და ქარიც ისეთი ჩუმია, ჩუმად ჩურჩულით, რომ ერთ სიტყვას იტყოდე, რომ ნანობ, რომ წასვლა შენთვისაც რთულია, ჩემს ტანჯვას სულ ოდნავ მაინც რომ იყოფდე. მოწვდება ყურსა და მერე კი სრულიად, დანარჩენ ქვეყნისა თუნდ არც რა ვიცოდე. მოგარგებ ნაბადს და მომდევდეს დუნია, ქალს არა, ვიტაცებ საკუთარ სიცოცხლეს. ნუ მეტყვი მიტაცებ?! ეგ სადაურია ?! ის სადაურია წამართვა სიცოცხლე ? ! მე შენი სხეული კი არა მწყურია, თვალებზე კოცნით მსურს, მაგ შენს სულს ვიწოვდე. მიდიხარ ნაბიჯებს სიკვდილის სუნი აქვს, არ ვნანობ მაინც რომ სიცოცხლე გიწოდე, მიდიხარ და ქარიც ისეთი ჩუმია, ეგება , ეგება ერთ სიტყვას იტყოდე.
ალეკო მიშელაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. გაიხარე ხევსურო მეც მასე ვფიქრობ იმიტომ აღარ შევცვალე თორემ, თვალებზე კოცნით მსურს მაგ შენს სულს "ვიყოფდე". ასე ჩავანაცვლებდი. გაიხარე ხევსურო მეც მასე ვფიქრობ იმიტომ აღარ შევცვალე თორემ, თვალებზე კოცნით მსურს მაგ შენს სულს "ვიყოფდე". ასე ჩავანაცვლებდი.
9. თვალებზე კოცნით მსურს, მაგ შენს სულს ვიწოვდე.
ამ სულის შეწოვა თვალებიდან არც ისე ლამაზია კი არადა პირიქითაც თვალებზე კოცნით მსურს, მაგ შენს სულს ვიწოვდე.
ამ სულის შეწოვა თვალებიდან არც ისე ლამაზია კი არადა პირიქითაც
8. ანანე კიკნაძე - მადლობა ჩავასწორე , მარა "ურია" ამ შემთხვევაში როგორც შეურაცმყოფელი მიმართვის ფორმა ისე მქონდა ჩასმული. ანანე კიკნაძე - მადლობა ჩავასწორე , მარა "ურია" ამ შემთხვევაში როგორც შეურაცმყოფელი მიმართვის ფორმა ისე მქონდა ჩასმული.
7. სასაცილოა ზოგის კომენტარი მართლა. სასაცილოა ზოგის კომენტარი მართლა.
6. იტყვოდე არა ის კიდე
:) იტყვოდე არა ის კიდე
:)
5. ნაბადის მორგების გამო ურია რატომ უნდა გიწოდოს? ამ შემთხვევაში ურია რითმისთვის ჩაკვეტებული სიტყვაა და შინაარს სრულიად არ ესადაგება. შეიძლება ამ ნაწერის კარგად დამუშავება, წარმატებები. წინაზე უკეთესი არის. ნაბადის მორგების გამო ურია რატომ უნდა გიწოდოს? ამ შემთხვევაში ურია რითმისთვის ჩაკვეტებული სიტყვაა და შინაარს სრულიად არ ესადაგება. შეიძლება ამ ნაწერის კარგად დამუშავება, წარმატებები. წინაზე უკეთესი არის.
4. დევი მადლობა. გილოცავ დღევანდელ დღეს, გფარავდეს ღვთიშობლის მადლი და ძალა. დევი მადლობა. გილოცავ დღევანდელ დღეს, გფარავდეს ღვთიშობლის მადლი და ძალა.
3. მძიმე "ჩუმად"-ის მერეა მართებული. რომ რომ, ეგება ეგება, ყურს ხვდება ცუდად.
თუმცა შენი გადასაწყვეტია, მე მხოლოდ ჩემი აზრი ვთქვი. მძიმე "ჩუმად"-ის მერეა მართებული. რომ რომ, ეგება ეგება, ყურს ხვდება ცუდად.
თუმცა შენი გადასაწყვეტია, მე მხოლოდ ჩემი აზრი ვთქვი.
2. დევი მადლობა. პირველ ფორმებს რას ემდური იქნებ მითხრა. დევი მადლობა. პირველ ფორმებს რას ემდური იქნებ მითხრა.
1. ჩუმად ჩურჩულით, რომ ერთ სიტყვას იტყოდე, რომ ნანობ, რომ წასვლა შენთვისაც რთულია, --------- ჩუმად, ჩურჩულით რომ ერთ სიტყვას იტყოდე, რომ ნანობ და ეს წასვლა შენთვისაც რთულია, _________ მიდიხარ და ქარიც ისეთი ჩუმია, ეგება , ეგება ერთ სიტყვას იტყვოდე. --------- მიდიხარ და ქარიც ისეთი ჩუმია, იქნება მანამდე ერთ სიტყვას იტყვოდე.
ხეშესავლებია სხვა ადგილებიც. + "ვიწოვდე" __ვერ. ჩუმად ჩურჩულით, რომ ერთ სიტყვას იტყოდე, რომ ნანობ, რომ წასვლა შენთვისაც რთულია, --------- ჩუმად, ჩურჩულით რომ ერთ სიტყვას იტყოდე, რომ ნანობ და ეს წასვლა შენთვისაც რთულია, _________ მიდიხარ და ქარიც ისეთი ჩუმია, ეგება , ეგება ერთ სიტყვას იტყვოდე. --------- მიდიხარ და ქარიც ისეთი ჩუმია, იქნება მანამდე ერთ სიტყვას იტყვოდე.
ხეშესავლებია სხვა ადგილებიც. + "ვიწოვდე" __ვერ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|