ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2014


ჩამავალი მზე

                         


მოქუფრულ ცაზე, -ჩამავალი მზე ისე გდია,
როგორც ტაფაზე კვერცხის გული, თოხლოდ შემწვარი,
ჰო, ჩაანაცვლებს ამ ამინდებს, თბილსა და მზიანს,
სამხრეთისაკენ გაფრენილი შავი მერცხალი.

სიმღერ-სიმღერით ჩამოჰკრეფენ ქალები ვენახს,
გოდრის ჭრაჭუნით მოზიდავენ სახლში კაცები,
დაწურავენ და რაღა მოშლის იმათთან მღერას,
გაზაფხულამდე მიაცილებთ ეს ღრიანცელი.

გამოელევათ რა ზამთარიც, და ეს დოვლათიც,
შეუდგებიან მომავალი ზამთრის სამზადისს,
მრავალი ოფლი დაეღვრებათ, მრავალი ოხვრაც
და ასე დიდ ხანს იტრიალებს, -ბედის ჭახრაკიც.

ბოლოს კი, ყველა რიგრიგობით გავყვებით ამ გზებს,
ვაით და ვიშით მივაცილებთ ერთურთს ღმერთამდე,
დრო, ჟამი გავა, მაგრამ ცაზე ჩამავალი მზე, -
ისევ იქნება, როგორც კვერცხი, -თოხლოდ შემწვარი...

28.09.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები