ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2014


(ოთხი ღერი მოკეცილი პალ მალი)

ოთხი ღერი მოკეცილი პალ მალი
ჯიბეში
და გასვლა ნაწვიმარ უბანში,
შეხვედრა დიდი ხნის ნაცნობთან,
ხელის ჩამორთმევა
და შემდეგი მომართვა:
"სად დაიკარგე?"
წვერი მოგიშვია,
დაბერებულხარ..."

არაფერია,
იმაზე დიდი კომპლიმენტი,
ვიდრე
სიბერე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები