ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დღლოფინიჩი1
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2014


არშემდგარი დუელი

სული-გულს ამაღამ დუელს შესთავაზებს
გულიც დათანხმდება,ღამე განათევარს,
სულ მთლად არეული ტვინის უჯრედები
გამომიცხადებენ ალბათ ანათემას.
  ღამე გათენდება, დილა დაღამდება
  თავგზააბნეული მთვარეს ვაკვირდები,
  მელანქოლიურად მკვახე განწყობაზე
  ძალაუნებურად, ბედზე დავფიქრდები.
აზრი მომივიდა რაღაც უცნაური
ახლა რაც მიშველის, გულით ლოცვებია
ციცქნად რომ მოჩანან დიდი ვარსკვლავები,
ცაზე მოციმციმე  ანგელოზებია.
  სულ მთლად არეული ტვინის უჯრედები
  გამომიცხადებენ, ალბათ ანათემას,
  სული-გულს ამაღამ დუელს შესთავაზებს
  გულიც დათანხმდება, ღამე განათევარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები