ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ.ფხოველი
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2014


***

2011 წლის 20 მაისი

მოწყინდა თბილისს სიშიშვლე
ტანზე ჩაიცვა ღამე,
ფიქრივით მოდის გოგო
მთვარეს უთეთრებს სახეს.

წაქცეულ ბოთლებს ქარი
ეთამაშება ანცად,
აუცახცახდა ხეებს
ღამიანობის განცდა.

ლურჯი მოტივი დასდევს
თეთრად ნათენებ ბარათს,
მტკვარი ახლოა ისევ
თავის დახრჩობაც კმარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები