ავტორი: ათინათი.თინა ჟანრი: პოეზია 17 ოქტომბერი, 2014
---
უამრავი ფერი მინდა ცაზე, გრადაცია, ფერთა გამა ერთად, მე აღარ მსურს მუქი ნაცრისფერი, უნდა ვცადო ფერთა შეხამება. თუ არავინ გამიმართა ხელი, თუ არავინ მომიხატა ზეცა, მე თვითონვე ჩემი ორი ხელით, შევუდგები ცისარტყელის ძერწვას...