ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2014


როცა წვიმს...

წვიმა ისე გიყვარს, რომ მხოლოდ შენ არ სველდები,
როცა წვიმს და სისველე, სისველეზე სველია,
ჩემი ნეკნის აჩრდილი ეძებს შენთან წელს ზევით,
ადგილს სადაც დაწვება
და განგებას შეცვლიდა,

ღრუბელს მოსდის კვლავ ოფლი გადაღლილი მკლავიდან,
მახსოვს ერთ დროს ჩემს ხმაში შენი სუნთქვის დაფერფვლა,
რომ მირევდა თავგზას და რიონივით მკლაკნიდა,
ახლაც, გწამდეს მიყვარხარ
ახლაც, გწამდეს ასე ვარ.

ვფხიკავ ცივი ყულფიდან თვითმკვლელობის ძველ რისკებს,
ვიღებ ვენებს მაჯიდან და ვულაგებ დანის პირს,
ახლა ჩემი სხეული ერთად ისე შევკრიბე,
რომ მგონია ტერფიდან გზა გაქცევას აპირებს.

ჩემი ნეკნის აჩრდილი ეძებს შენთან წელს ზევით,
ადგილს სადაც დაწვება
და განგებას შეცვლიდა,
წვიმა ისე გიყვარს, რომ მხოლოდ შენ არ სველდები,
როცა წვიმს და სისველე, სისველეზე სველია.

ანდრეა მოსეშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები