ალბათ, ოდესმე, ყველაფერი კარგად იქნება, ალბათ, ოდესმე, დასრულდება ძველი სიზმარი, მახსოვს, როდესაც ჩაგიარე სიონთან, გვერდით, გაგიღიმე და შენ, ძვირფასო, ვერც კი მიცანი.
ირეკებოდნენ სამრეკლოდან წმინდა ზარები, ცვიოდა თოვლი და გუმბათი მოჰგავდა მყინვარს, მშვიდად შევაღე ეკლესიის დიდი კარები, ამოვეფარე ქრისტიანი მლოცველის ნიღაბს.
ალბათ, ოდესმე, მეც ვილოცებ კვლავ, როგორც ადრე, ალბათ, ოდესმე, მეც გადავშლი ჩემს თავთან ედემს, ვუმზერ კუთხიდან ხატების წინ დარცხვენილ თვალებს, დღეს რომ ამხელენ იმას, რაც კი აქამდე ვერ თქვეს.
თოვლისფერ თბილისს სევდისფერი ფიფქები ათოვს, უმისამართოდ მივუყვები გათოშილ ქუჩას, ვიღაცა ლოთი სიყვარულის სონეტებს გალობს, მე არ ავყვები, გავჩუმდები და არა უშავს...
და არა უშავს, რომ ვივიწყებ ლექსების წერას, ვივიწყებ ტკივილს- ძველ სიყვარულს გული არ იმჩნევს, მივდივარ წყნარად, არ მაწუხებს ნაცნობი სევდა და სიონამდე უკანასკნელს ვითვლი ნაბიჯებს .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მივდივარ წყნარად, არ მაწუხებს ნაცნობი სევდა და სიონამდე უკანასკნელს ვითვლი ნაბიჯებს წარმატებები ++ მივდივარ წყნარად, არ მაწუხებს ნაცნობი სევდა და სიონამდე უკანასკნელს ვითვლი ნაბიჯებს წარმატებები ++
5. მადლობა მადლობა ;) მადლობა მადლობა ;)
4. ალბად , ოდესმე ყველაფერი კარგად იქნება,
ყველაფერი, ყველაფერი კარგად იქნება! ლამაზი ლექსია დადებითი მუხტი მოდის...
ალბად , ოდესმე ყველაფერი კარგად იქნება,
ყველაფერი, ყველაფერი კარგად იქნება! ლამაზი ლექსია დადებითი მუხტი მოდის...
3. ძალიან კარგია :) ძალიან კარგია :)
2. კაი დამელოდე კაი დამელოდე
1. ლექსი დიდი არაფერია, მაგრამ კარგი განწყობა დამიტოვა
როგორც გინდა ისე მოიყვანე ახლა თოვლი ლექსი დიდი არაფერია, მაგრამ კარგი განწყობა დამიტოვა
როგორც გინდა ისე მოიყვანე ახლა თოვლი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|